„მსოფლიო ბაზარზე  ფქვილი გაიაფდა, შემცირდა საბაჟო გადასახადი და შესაძლებელია პურის ფასის გაიაფებაც“ -„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირი“

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე პურის ფასზე რეფერენტული ფასების დაწესებას ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მაღაზიებს სარეალიზაციო თანხის მაქსიმუმს განუსაზღვრავს და მაღაზიები ფასს თვითნებურად ვეღარ გაზრდიან.

მალხაზ დოლიძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, მსოფლიო ბაზარზე  ფქვილი გაიაფდა, ასევე შემცირდა საბაჟო გადასახადი და შესაძლებელია პურის ფასის გაიაფებაც, თუმცა ეს ამ ეტაპზე მაღაზიების გადასაწყვეტია.

მისი ინფორმაციით, ქვეყანა წლის განმავლობაში 650 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, საიდანაც 150 000 საქართველოში წარმოებულია. როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, სხვა წლებისგან განსხვავებით, საქართველოში წელს დიდი მოსავალია.

„შარშან მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი 500 დოლარზე ავიდა. გახსოვთ, მცურავი ბაჟი, რომელიც საქართველოს დაუწესეს და ამას ემატებოდა 85 დოლარი და ბოლო პერიოდში შეუძლებელი გახდა წისქვილ-კომბინანტების მუშაობა. იცით, გაჩერდა და ძირითადად ქვეყანაში შემოდიოდა ფქვილი. დღეს ტენდენცია შეიცვალა. მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის დღევანდელი ფასები დაახლოებით არის –  1 ტონა ფრანგული ხორბალი – 345 დოლარი, ამერიკული – 346 დოლარი, რუსული – 347 დოლარი. გარდა ამისა, მცურავმა ბაჟმა, რომელიც მოქმედებდა ჩვენთან მიმართებით, საგრძნობლად დაიკლო და ხორბლის შეძენა-მიღება გახდა შესაძლებელი, რომ წისქვილ-კომბინანტები ამუშავდეს და ეს ძალიან კარგი ტენდენციაა.

არასდროს არ ყოფილა ასე, რომ შემოტანილი ფქვილისა და აქ დამზადებული ფქვილის ფასები ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს, რაც კარგი ტენდენციაა. წამლებზე აამოქმედეს რეფერენტული ფასები, რაც ნიშნავს, რომ ვიცით, რამდენად იძენენ წამალს უცხოეთში, რა ღირს მისი ტრანსპორტირება, რამდენია ფასნამატი, ანუ სრულ კონტროლზეა ფასი. ამ წინადადებას მივესალმები და ცუდი არ იქნება, თუ ერთ-ორ ასორტიმენტზე, რომელიც მასიური ასორტიმენტია საქართველოში, გაკეთდეს ეს. ადამიანებმა იცოდნენ, რომ არა წარმოების მიერ ნაკარნახევი ფასია, არამედ მაღაზიების მიერ დაწესებული ფასი. შარშანდელთან შედარებით, წელს მოსავალი უკეთესია. უკვე აღებულია 100 000 ტონა და ეს კარგია. სადღაც 150 000 ტონა იქნება მოსავალი“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

ღმერთო, გთხოვ შეცვალე საქართველო, როგორც შენ შეცვალე შორენა!" - რა ფოტოს აქვეყნებს ბიზნესმენი ფადი ასლი

"რა არ მინახავს, მაგრამ მდინარე გრაფიკით ნამდვილად არ გამიგია" - რა ფოტოს აქვეყნებს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე

"მივმართავ გია სურამელაშვილის ყოფილ შეყვარებულს! შეეშვი შე იდიოტო, შეეშვი. აი ხომ ვიცით ყველამ, რომ არ არსებობ, მაგრამ მაინც შეეშვი რააა" - დათო ლიკლიკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714498952

საინტერესო ამბები

„გარდაიცვლება ცნობილი პიროვნება“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ახალ წინასწარმეტყველების შესახებ წერს.  „ახალი წინასწარმეტყველება - 30.04.2024 უახლოეს მომავალზე… თეთრი ქვების თოვა, რაც იქნება დამაზიანებელ...

ზოგადი

1714497759

ახალი ამბები

„შსს აქციის თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში“ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიმართავს. „პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორი...

შენობა

1714496770

ახალი ამბები

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა გადაიდო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ფაქტია,...

პარლამენტი

1714496391

სოციალური მედია

„აღდგომას სახლებში რომ წავალთ, იგივე ჰაბიტუსის მშობლები, მეზობლები და ნათესავები დაგხვდებიან, ვისაც გუშინდელი აქციაში მონაწილეობისთვის ლანძღავთ...“ - ლექტორი

პარლამენტთან გამართული „სახალხო შეკრების“ პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი და საზოგადოების ჯგუფი, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს და რეგიონიდან ჩამოსულ ადამიანებს, შეურაცხმყოფელი პოსტებით მოიხსენიებდა, აქვეყ...

აღდგომა

1714493157

ახალი ამბები

სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე გოგონას დედას 3 წლით, ბიძას კი 3.6 წლით პატიმრობა შეუფარდა

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო...

აითაჯ შახმაროვა