"რა არ მინახავს, მაგრამ მდინარე გრაფიკით ნამდვილად არ გამიგია" - რა ფოტოს აქვეყნებს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"90-იან წლებში დაბადებული ადამიანი ვარ და თითქმის არაფერი მიკვირს...

ელ.ენერგია გრაფიკით მოგვეწოდებოდა, წყალიც, ბუნებრივი აირიც.

ნაგვის მანქანაც კი კვირაში ერთხელ მოდიოდა და გადაჭრილი გაზის ბალონისგან დამზადებული ზარით გვატყობინებდა უბანში შემობრძანებას, აკადემიკოსები, გენერლები და დეპუტატები კი მეშვიდე სართულის აივნიდან უმიზნებდნენ ძარას თავიანთ შეფუთვებს...

მოკლედ, რა არ მინახავს, მაგრამ მდინარე გრაფიკით ნამდვილად არ გამიგია !!!

ფოტოზე ხედავთ ვანის რაიონის სოფელ სალხინოს შუაგულში მდებარე კალაპოტს, მდინარე სულორის კალაპოტს, რომელიც ცარიელია.

სულორის ჰესების კასკადის მენეჯერი გრაფიკით უშვებს ხოლმე მდინარეს, როდესაც გაუხარდება და მოუხერხდება.

თან სალხინო ლამის ზღვის დონეზე მდებარე დასახლებაა, მახრჩობელა სიცხე იცის ხოლმე იქ, ზაფხულში ერთი კვირით სოფლად დაბრუნებული ადამიანები კი იტანჯებიან და მდინარის გამოშვებას ელოდებიან.

მდინარე გრაფიკით!

წარმოიდგინეთ, მდინარე გრაფიკით, ონკანზე აყვანილი",- წერს ლორთქიფანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ღვთისმშობელი უნდა შემედარებინა რაღაცას…ვერაფერთან გავაიგივე, ორი კვირის შემდეგ მოვიფიქრე - ღვთისმშობელი ლამაზი იყო, როგორც თვითონ"

მეუფე იაკობი: საქართველოში სიტუაციას ვერავინ აურევს - არახამიამ ომში მილიარდი იშოვა, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცებს გველაპარაკება 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716298403

ახალი ამბები

საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. სამწუხარო ინფორმაციას საპატრიარქო გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის...

ზოგადი

1716297151

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.  21 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7536 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტა

1716294236

საინტერესო ამბები

სოფიკო ჭიაურელს 87 წელი შეუსრულდებოდა - უცნობი ფაქტები გენიალური მსახიობის ცხოვრებაზე

დღეს, 21 მაისს სოფიკო ჭიაურელს 87 წელი შეუსრულდებოდა. იგი უდიდეს არტისტად, სტილის სიმბოლოდ და ბალერინად სიცოცხლეშივე აღიარეს. უცნობი ფაქტები გენიალური მსახიობის ცხოვრებაზე ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ...

სოფიკო ჭიაურელ

1716290749

ახალი ამბები

„2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული“ - კახა კალაძე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.  მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა ფ...

პოლიტიკოსეი

1716289202

სოციალური მედია

„მთელი ცხოვრება ხან გუგა მემუქრება სანქციებით და ხან მე ვემუქრები“ - ნინო ნადირაძე

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში სანქციებთან დაკავშირებით იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს.  „მთელი ცხოვრება ხან გუგა მემუქრება სანქციებით და ხან მე ვემუქრები და კი ვართ ასე 31 წელია ხაჭა...

ნინო ნადირაძე