„დღეს შესაძლოა ცოცხალი არც ვყოფილიყავი“ - ემიგრანტი საბერძნეთიდან

„8 წელია თითქმის საბერძნეთში ვარ. ამ წლების მანძილზე გავიცანი და ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, როგორც ბერძნებთან ასევე სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებთან. თითქმის ყველა ემიგრანტს აქვს ერთი და იგივე პრობლემა, ჭარბი წონა. უფრო მათ ვინც 24 საათიანებში არიან. ალბათ ნაკლები მოძრაობისა და არასწორი კვების გამო“. - მიზიარებს საკუთარ შეხედულებებს საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი ელიზა ვახანია და აღნიშნავს, რომ ეს მისი აზრია.

ელიზა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია და დღეს უკვე საბერძნეთის ერთ-ერთ კლინიკაში ექთნის პოზიციაზე მუშაობს. 

“სულ მომწონდა ბერძნების დამოკიდებულება ჯანმრთელობის მიმართ, კვება იქნება ეს თუ ექიმთან ვიზიტი“. - ასე აგრძელებს ჩვენთან საუბარს საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ექთანი.  უმრავლესობა, ბერძნების თითქმის 90%  კვებას დიდ ყურადღებას აქცევს. თითქმის ყველა იკვებება სწორად, რაც ჩვენ ქართველებს არ გვახასიათებს. პირადად მე 115 კილო ვიყავი, რომ არა ფიტნესის ინსტრუქტორი და ნუტრიციოლოგი მამუკა რაშოიანი, დღეს შესაძლოა ცოცხალი არც ვყოფილიყავი.

ემიგრაცია რთული ფენომენია, ფაქტობრივად სხვა და სხვა მიზეზთა გამო მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში გიწევს ცხოვრების გატარება, ამას ემატება ემიგრანტის სამსახურის სპეციფიკურობა, რომელიც პირდაპირ ჩვენს სხეულსა და სულზე აისახება. სიმართლე გითხრათ არ მიცდია დიეტები რადგან კვების “ვითომ კონსულტანტები“ როგორც კი დანამატ გასახდომ საშუალებებს მთავაზობდნენ იმ წამსვე ვწყვეტდი მათთან ურთიერთობას.

აი ზუსტად ამიტომ ავირჩიე მამუკა, რადგან მისი შედგენილი კვება საოცრებაა, თავს მუდამ დანაყრებულად გრძნობ  და რაც მთავარია არავის არანაირ გასახდომ საშუალებებს არ სთავაზობს. სიმართლე რომ გითხრათ თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ შემდეგ კი მოლოდინს გადააჭარბა. ამიტომ თუ ვინმე არსებობს ისეთი ვინც მამუკას არ იცნობს ძალიან ბევრს კარგავს ცხოვრებაში. მისი უზომოდ მადლობელი ვარ, რადგან დღეს სხვა ვარ, სხვანაირად თავდაჯერებული! ექვს თვეში, 36 კილო დავიკელი! 115 კილოს ვიწონიდი, დღეს კი ჩემი წონა 79-ს შეადგენს.

მამუკა სწორი კვების მაესტროა! - გვითხრა ელიზამ.

ფიტნესის ინსტრუქტორი და ნუტრიციოლოგი მამუკა რაშოიანი 

მამუკა რაშოიანი, პროფესიით ფიტნესის ინსტრუქტორი და ნუტრიციოლოგია. 14 წელია, რაც ამ სფეროში მოღვაწეობს. ოთხი წელი აღმოსავლური მედიცინის შესწავლას მოანდომა და ამ სფეროში მუშაობის ამდენივე წლიანი პრაქტიკა გააჩნია. ფლობს ინკლუზიურ განათლებას, ასევე დამთავრებული აქვს საექთნო. საუბრობს ოთხ ენაზე: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული და სწავლობს მეხუთეს - იტალიურ ენას. მამუკა იტალიაში ცხოვრობს და პროფესიული განვითარების უწყვეტ პროცესშია ჩართული. მას უკვე დიდი ხანია კარგად იცნობენ, როგორც საქართველოში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველი ემიგრანტები. მას არაერთი მადლიერი მომხმარებელი ჰყავს და მათი რიცხვი დღითი  დღე იზრდება.

რაც შეეხება ბერძნულ სამზარეულოს, ძველ ბერძნულ სამზარეულოზე გავლენა იქონია საბერძნეთის გეოგრაფიულმა მდებარეობამ და სხვადასხვა ინგრედიენტების ხელმისაწვდომობამ. 

როგორ იკვებებოდნენ ბერძნები?

კვება და კვების ჩვევები: ბერძნები, როგორც წესი, დღეში ორ ძირითად კვებას იღებდნენ. საუზმე (აკრატიზმა) მსუბუქი იყო და ხშირად შედგებოდა ღვინოში ან წყალში ჩაყრილი პურისგან. მთავარი კვება (დეიპნონი) მიირთმევდა გვიან შუადღისას. ისინი ჭამის დროს დივანზე დგებოდნენ, პრაქტიკა ცნობილია როგორც "სიმპოზიუმი".

1. ძირითადი საკვები: ბერძნულ სამზარეულოში ძირითადი საკვები იყო მარცვლეული, განსაკუთრებით ქერი და ხორბალი. ქერი უფრო ღარიბ კლასებში იყო გავრცელებული, ხორბალი კი უფრო მდიდრულ მარცვლად ითვლებოდა.

2. ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი: ზეთისხილი ბერძნული სამზარეულოს ფუნდამენტური ნაწილი იყო. 

3. ღვინო: ღვინო ბერძნული კულტურისა და კვების განუყოფელი ნაწილი იყო. ბერძნები ღვინოს ჭამის, რელიგიური ცერემონიების და სოციალური შეხვედრების დროს მოიხმარდნენ. 

4. ხილი და ბოსტნეული: ბერძნები სარგებლობდნენ სხვადასხვა ხილით და ბოსტნეულით, მათ შორის ლეღვი, ბროწეული, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, ქლიავი და ბოსტნეულის ფართო არჩევანი, როგორიცაა კიტრი, ხახვი, ნიორი და პარკოსნები.

5. რძის პროდუქტები: ჩვეულებრივ მოიხმარდნენ რძის პროდუქტებს, როგორიცაა ყველი და იოგურტი. განსაკუთრებით პოპულარული იყო ფეტა ყველი, ცხვრის რძისგან დამზადებული მარილწყალში მოყვანილი ყველის სახეობა.

6. ხორცი და თევზი: ხორცის მოხმარება განსხვავდებოდა სოციალური სტატუსის მიხედვით, უფრო მდიდარი ბერძნები უფრო მეტ ხორცს მოიხმარდნენ. 

7. თაფლი და თხილი: თაფლს იყენებდნენ როგორც დამატკბობელს სხვადასხვა კერძებში, ხოლო თხილს, როგორიცაა ნუში, ნიგოზი და თხილი, მიირთმევდნენ საჭმელად ან დესერტებში შედიოდნენ.

8. მწვანილი და სანელებლები: ბერძნები იყენებდნენ სხვადასხვა მწვანილსა და სანელებლებს თავიანთი კერძების გემოს გასაუმჯობესებლად. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს აღწერა ეხება ძველ ბერძნულ სამზარეულოს, რომელიც დროთა განმავლობაში განვითარდა და შესაძლოა ჰქონოდა რეგიონალური ვარიაციები. დღევანდელი თანამედროვე ბერძნული სამზარეულო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მისი უძველესი ფესვების გავლენის ქვეშაა, ასევე ჩამოყალიბდა სხვა კულტურებისა და კულინარიული გავლენით.

მამუკას რჩევებს და საჭირო ინფორმაციებს შეგიძლიათ თვალი ქვემოთ მითითებულ ბმულებზე მიადევნოთ ⬇️⬇️⬇️

✔️  https://www.facebook.com/sworikveba2

✔️  https://www.facebook.com/groups/sworkvebaze/?ref=share_group_link

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიაში მცხოვრები თბილისელი ფიტნესინსტრუქტორი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს დღის წესრიგს უდგენს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714323972

საზოგადოება

„მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნების მიღწევა და უკვე იქამდე მივიდნენ, რომ სარწმუნოება ამოიღეს ჩვენი სავალი გზიდან“ - მიტროპოლიტი სტეფანე

„დღევანდელ დღეს რომ ვუყურებთ გარშემო რა ხდება, ყველა თითს გვიქნევს, თითქოსდა ყველა აღდგა ჩვენი თვითმყოფადობის წინააღმდეგ, აქ კიდევ მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნები...

მიტროპოლიტი

1714322133

სოციალური მედია

„მადლობა ყველგან რომ გვწვდები“ - ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამას

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში ხშირად იხსენებს მამას, ყველასათვის საყვარელ გიორგი გოგიჩაიშვილს. ამჯერად იგი „ინსტაგრამზე“ ფოტოს აქვეყნებს და ემოციური პოსტით მოკლე ისტორიას გვიყვება.

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი

1714321950

საზოგადოება

„ვდგავართ არჩევანის წინაშე, „მამული, ენა სარწმუნოება“ თუ „მამული, ენა, ერთობა ეშმაკთან“ - მიტროპოლიტი სტეფანე

„ის ერი, რომელიც გამოცოცხლდა 9 აპრილს და რომელმაც დაიწყო თავისი ცხოვრება არა იმპერიების წიაღში დაძინებული, არამედ გამოცოცხლებული ქვეყნის სახით, რომელიც ცხოვრობს მსოფლიო ერებს შორის, დღეს კიდევ ერთხელ...

ააა

1714321786

ახალი ამბები

„ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას“ - სოსო ფხაკაძე

„ბუნებრივია, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. თუმცაღა, აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამ, რასაც ხშირად ჰქონდა ადგი...

ზოგადი

1714320940

სოციალური მედია

„ყოველთვის, სანამ საქართველოს დავტოვებ“ - ნუცა ბუზალაძე ტაძარში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ იღებს მონაწილეობას, ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს. ნუცა საკმაოდ აქტიურია „ინსტაგრამზე“ და მის ყოველდღიურ ამ...

ნუცა