„პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო“ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

„თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ
სამართალდამცველებს.
მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური
საშუალება გამოიყენა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715688174

ახალი ამბები

პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა. კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წი...

პოლიტიკოსები

1715684887

ახალი ამბები

„ეს სუფთად „ნაცური“ საქციელია!“ - ნინო წილოსანი მარიამ ლაშხზე განხორციელებულ ფიზიკურ დაპირისპირებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის მისამართით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებ...

ნინო წილოსანი - პოლიტიკოსი

1715684764

ახალი ამბები

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას“ - დავით მათიკაშვილი

„ეს პროცესი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მათი მეგობარი „ენჯეოების“, საზღვარგარეთიდან მათი დამხმარე და ლობისტი პირების მიერ ფაქტების ნიველირების, უგულებელყოფის, ცრუ და დეზინფორმაციული აღქმებით საზოგ...

პოლიტიკოსები

1715678851

საზოგადოება

„17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა“ - მიტროპოლიტი სტეფანე

„17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით“, - ამის შესახ...

მეუფე

1715678541

საზოგადოება

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა საქართველოს პარლამენტის პლენარულ დარბაზში, სადაც დეპუტატები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს განიხილავენ.  დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური...

პარლამენტი