„ვდგავართ არჩევანის წინაშე, „მამული, ენა სარწმუნოება“ თუ „მამული, ენა, ერთობა ეშმაკთან“ - მიტროპოლიტი სტეფანე
„ის ერი, რომელიც გამოცოცხლდა 9 აპრილს და რომელმაც დაიწყო თავისი ცხოვრება არა იმპერიების წიაღში დაძინებული, არამედ გამოცოცხლებული ქვეყნის სახით, რომელიც ცხოვრობს მსოფლიო ერებს შორის, დღეს კიდევ ერთხელ დგამს ისეთ ნაბიჯს, რომლითაც მან თავისი თვითმყოფადობა უნდა გამოაცხადოს და ამ ენით იქადაგოს მთელ მსოფლიოში ქრისტეს სახარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვდგავართ ამ არჩევანის წინაშე, "მამული, ენა სარწმუნოება" თუ "მამული, ენა, ერთობა ეშმაკთან“, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა დაინტერესებული აქტორი საქართველოსგან ითხოვს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაბრუნებას, რომლებმაც ქართველი ხალხის წინაშე დანაშაულები ჩაიდინეს.
„ჩვენ უფალთან ერთობა ვარჩიეთ, ყოველთვის ასე ვიყავით და ახლაც, საქართველოს ეს არჩევანი აქვს, საით წავიდეს, ისევ უფალთან გააგრძელოს სვლა, როგორც ყოველთვის აკეთებდა თუ დარჩეს იმ ბოროტთან, სხვადასხვა მიწიერ ხელისუფლებებზე დამოკიდებული და თავისი მისია, რომელიც ღვთის წინაშე უნდა განაცხადოს, ქადაგება დაიწყოს ჩვენმა ერმა ჭეშმარიტი უფლის წინაშე, ეს უნდა დაიწყოს ამ დღეებში, ახლა ხდება ეს არჩევანი. კიდევ ერთი რამე - თითებს რომ გვიქნევენ და ჩვენგან მოითხოვენ მკვლელების და მწამებლების ხელისუფლება დააბრუნონ. ამას მოითხოვენ ახლა ჩვენგან იმ ხალხის დაბრუნებას, რომელიც ამას ჩვენზე ახორციელებდა მთელი წლების განმავლობაში - ამათი დაბრუნება უნდათ,“ - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
1715612251
ახალი ამბებითბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა: დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზ...
1715609891
მსოფლიოყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში. გამოძიების ცნობით, ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვა სი...
1715606192
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6804 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1715606024
ახალი ამბები„ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ*რეს... ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სირე*ი?“ - იაგო ხვიჩია
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს. „არ ვიცი აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ...
1715605888
ახალი ამბებიქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს
სერბეთში დედაქალაქ ბელგრადში გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში ქართველმა პარასპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს. ტურნირზე ლია ჩაჩიბაია, ნატალია ოჩიგავა და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაო...