„ეროვნულ ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს - ეს დავალება შესრულდება“ - მდინარაძე

„ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს დაარქმევთ თავის სახელს და ეროვნულ ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს, ეს დავალება შესრულდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ დიდი მადლობა გადაუხადა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე მისულ საქართველოს 200 ათასზე მეტ მოქალაქეს, რომლებმაც, მისი თქმით, „გუშინ არა მხოლოდ საქართველოს, მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რამდენად დიდია ერთობის, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა და რამდენად შეგვიძლია ქართველებმა ამით ვიამაყოთ“.

„დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არა ჩვენ, არამედ მათ უზრუნველყვეს, მათვე მოითხოვეს სხვათა შორის და მათ უზრუნველყვეს, რომ ამდენი ადამიანი გადაჭედილ რუსთაველზე დამდგარიყო და ეთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ დიახ, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, დიახ, ჩვენ გვინდა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და დიახ, ჩვენ გვინდა გვემსახურებოდეს ჩვენი ხელისუფალი ისე, რომ ატარებდეს ეროვნულ ინტერესებს და არ მოქმედებდეს არავინ, არასდროს ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნების, ფონდების და ძალების ინტერესების შესაბამისად, არამედ პირველი ინტერესი უნდა იყოს ქართული ინტერესი, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროპულ სტანდარტებთან, ღირებულებებთან და ჭეშმარიტ ევროპულ ინტერესებთან. ესენი [რადიკალური ოპოზიცია] რასაც „ახერხებენ“ ეს ცალკე საოცრებაა. ცდილობენ თქვან მაგალითად, რადგან არ მოიშალეს რაოდენობაზე ლაპარაკი და თავების თვლა, რომ თურმე ერთი და იგივე რაოდენობა ეტევა გადაჭედილ რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე. ათჯერ ნაკლებთან დაკავშირებით ხომ უნდა იყო თავხედი, რომ ეს მოახერხო. თავხედობაა რა თქმა უნდა, ცხვრებს რომ ეძახით ხალხო, როგორ კადრებთ საერთოდ ერთ ქართველს მაინც სულ რომ რაღაც შეცდომაში იყოს შეყვანილი, როგორ კადრებთ ამას, ეს როგორ უნდა იკადროთ? იმერეთში კოლორიტი ადამიანი რომ გარდაიცვლება ხოლმე 500-600 კაციანი სამგლოვიარო პროცესია ერთ კილომეტრზე იწელება და გაწელილ პროცესიას დაარქვეს 100 ათასი ადამიანი, შემდეგ იქ მართლაც 200 ათასი ადამიანი რომ შეიკრიბა, ამასაც დაარქვეს 100 ათასი ადამიანი. პიარული თავხედობა ჰქვია თუ რა ჰქვია, არ ვიცი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას ძველი ტყუილებიც შეახსენა.

„რა ვუყოთ იმ ძველ ამბებს, რასაც იმავენაირად იტყუებოდით? ქართულ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ხალხს ატყუებდით, ე.წ. ვითომ რუსული კანონია. არჩევნები გააყალბა „ისფედმა“, პარალელური დათვლის მონაცემები და არჩევნები გაყალბდაო. ვიღას ახსოვს? ჩაიარა, თითქოს არაფერი არადა, რამხელა ტურბულენტობა მოახერხეს მაშინ. მიშა კვდება - და მიხეილ სააკაშვილმა გუშინ კეთილი ინება და აღარ ვკვდები, კარგად ვარო და გამოიხმო სარჩელი. სად არიან ის უცხოელები, პარტნიორები, წარმომადგენლები, ის „ენჯეოები“, რომ იძახდნენ სასწრაფოდ გაათავისუფლეთ მიშა, კვდებაო? სად არიან? ამ ტყუილზე ვინ აგებს პასუხს?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716300727

ახალი ამბები

თაფლობის თვე, ეჭვიანობა, ღალატი და გაყრა სამუდამოდ - ყველაფერი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ფარმაცევტული კომპანიის „სიყვარულზე“

ბელგიის ქალაქ ლიეჟსის სასამართლომ ევროკომისიის და მისი ხელმძღვანელის მიერ ფარმაცევტულ კომპანია „ფაიზერთან“ გამართული მოლაპარაკების დროს დაშვებული სავარაუდო დარღვევების განხილვა მიმდინარე წლის დეკემბრა...

ფონ დერ ლაიენი

1716299113

მსოფლიო

თურქეთი „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის განხილვას გეგმავს

რუსეთის, ყირგიზეთის, უნგრეთის და საქართველოს შემდეგ თურქეთი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას აპირებს. ინფორმაციას globalvoices.org ავრცელებს. საკანონმდებლო პაკეტი თურქეთის...

თურქეთი „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის განხილვას გეგმავს

1716298403

ახალი ამბები

საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. სამწუხარო ინფორმაციას საპატრიარქო გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის...

ზოგადი

1716297151

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.  21 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7536 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტა

1716294236

საინტერესო ამბები

სოფიკო ჭიაურელს 87 წელი შეუსრულდებოდა - უცნობი ფაქტები გენიალური მსახიობის ცხოვრებაზე

დღეს, 21 მაისს სოფიკო ჭიაურელს 87 წელი შეუსრულდებოდა. იგი უდიდეს არტისტად, სტილის სიმბოლოდ და ბალერინად სიცოცხლეშივე აღიარეს. უცნობი ფაქტები გენიალური მსახიობის ცხოვრებაზე ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ...

სოფიკო ჭიაურელ