„აქცია გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“ - შსს

„აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას“. - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს.

გამომდინარე იქიდან რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას“, - აცხადებენ შს სამინისტროში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716272174

სოციალური მედია

„ძვირფასო ტროლებო! არა ბიჭოს, თქვენ დაგანახვებთ თავს დაბერებულს, მოუვლელს და დარდისგან დაცემულს“ - მაია ასათიანი

ჟურნალისტი მაია ასათიანი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მიმართვას აქვეყნებს და ე.წ ტროლებს მიმართავს. როგორც იგი ამბობს, მას სწერენ, რომ „მახინჯი ბებერია“. „ტროლების ახალი შემოტევა მაქვს, ძირითადი მესი...

მაია ასათიანი

1716270354

ომი უკრაინაში

„ყველა მიეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები იხოცებიან“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სურდა, რომ მისი პარტნიორები უფრო უშუალოდ ყოფილიყვნენ ომში ჩართული, თუმცა ესმის, რომ ისინი რუსეთის ანტაგონიზებას სიფრთხილით ეკიდებოდნენ. როგორც ზელენსკი...

უკრაინა

1716268329

ახალი ამბები

იტალიაში ორი მიწისძვრა მოხდა

იტალიაში ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი 21:51 წუთზე დაფიქსირდა, ხოლო მეორე 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის 22:10 წუთზე მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც წერენ. „გარეთ...

ზოგადი

1716232906

სპორტი

კახა ჯინჭარაძე რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

 სუპერლიგის 2023-2024 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემტევი უკანახაზელი კახა ჯინჭარაძე დასახელდა. 30 წლის კალათბურთელისთვის ეს გახლავთ სუპ...

კახა ჯინჭარაძე

1716227792

სპორტი

ლოგოს აკოცა და ფანებს მადლობა გადაუხადა, უთქმელადაც ყველაფერი გავიგეთ - მამარდაშვილი მესტალიას დაემშვიდობა?

 გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ დიდი ალბათობით, ბოლო მატჩი ჩაატარა. ამაზე არა მარტო კლუბში არსებული სიტუაცია, არამედ ქართველი მეკარის ჟესტიც მიანიშნებს. „ჟირონასთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გიო...

იტალია