„შსს აქციის თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში“ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიმართავს.

„პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება, აქედან გამომდინარე, შინაგან
საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდეს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.
კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716308857

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: კანონპროექტს სამართლებრივი შენიშვნა ვერ დაურთო, რაც რეალობაა

,,სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს სამართლებრივი შენიშვნა ვერ დაურთო, რაც არის რეალობა და ეს ქაღალდზე შავით თეთრზე წერია", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხად...

პარლამენტის დეპუტატი

1716305886

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! აბუ დაბიში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტმა ისევ ყველას აჯობა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. 81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშ...

ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

1716305717

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები ი...

ცესკო

1716300727

ახალი ამბები

თაფლობის თვე, ეჭვიანობა, ღალატი და გაყრა სამუდამოდ - ყველაფერი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ფარმაცევტული კომპანიის „სიყვარულზე“

ბელგიის ქალაქ ლიეჟსის სასამართლომ ევროკომისიის და მისი ხელმძღვანელის მიერ ფარმაცევტულ კომპანია „ფაიზერთან“ გამართული მოლაპარაკების დროს დაშვებული სავარაუდო დარღვევების განხილვა მიმდინარე წლის დეკემბრა...

ფონ დერ ლაიენი

1716299113

მსოფლიო

თურქეთი „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის განხილვას გეგმავს

რუსეთის, ყირგიზეთის, უნგრეთის და საქართველოს შემდეგ თურქეთი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას აპირებს. ინფორმაციას globalvoices.org ავრცელებს. საკანონმდებლო პაკეტი თურქეთის...

თურქეთი „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის განხილვას გეგმავს