„არანაირი წყალი არანაირი კილომეტრები და არც ღამე გადავსულვარ“ - რას წერს ქალი, რომელიც ამერიკაში მექსიკიდან ე.წ. „გადამყვანების“ გარეშე ჩავიდა

ამერიკაში ჩასული ემიგრანტი სოციალური ქსელის მომხმარებლებს გამოცდილებას უზიარებს როგორ ჩავიდა მისთვის საოცნებო ქვეყანაში.

გამარჯობათ მეგობრებო ამერიკიდან. დიდი ხანი ვოცნებობდი ამერიკაზე პანდემიის გამო და ვიზის გამო ვიკავებდი თავს. გადავწყვიტე ევროპის რომელიმე ქვეყნიდან ამეღო დ კატეგორიის მულტი ვიზა. პოლონეთზე ვჩალიჩობდი და ვერ ვნახე სანდო პიროვნება ყველა მატყუებდა წინასწარ ითხოვდა ფულს ვერ ვენდე რადგან გარანტიას არავინ იძლეოდა. ჩავუჯექი ინტერნეტს და მოვიძიე საიტი ესტონეთში დასაქმებაზე. ერთ-ერთი ფირმა გამომეხმაურა რომელმაც მითხრა რომ დამასაქმებდა და სამუშაო მოწვევას გამიკეთებდა რომელიც დაჯდა 48 ევრო ოფიციალურად საიტზე მიგრაციის საიტზე ჩავრიცხე.

3 კვირაში მომივიდა მეილზე ოფიციალური ქვეყნის მოწვევა. ავიღე ბილეთი გავფრინდი ესტონეთში ქალაქ ტალინში სადაც დამხვდა ფირმის წარმომადგენელი და დამაბინავა. მეორე დღეს მიმიყვანეს ქარხანაში დამასაქმეს ძალიან კარგი სიტოაცია დამხვდა საათში 5ევრო მომცეს მოკლედ კოლექტივითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ორი თვის შემდეგ ოფიციალურად ავიღე ვიზა,რომელშიდაც გადავიხადე 100 ევრო. ვიმუშავე სულ 3 თვე და როდესაც გადავწყვიტე ამერიკაში წასვლა დავუკავშირდი სამ-ოთხ გადამყვანს. თითქმის ყველამ 10 000$ მომთხოვეს.

გადავწყვიტე ჩემით მეცადა და კანკუნამდე ჩავსულიყავი. კანკუნში უპრობლემოდ შევედი ჩემით. ოთხი დღე გავჩერდი კანკუნში და შემდეგ ბილეთი ავიღე და გადავფრინდი ტიხუანაში. (ტიხუანაში ელემენტარული ინგლისურის ცოდნაც დაგეხმარებათ) რადგან ჩემით შევედი ტიხუანაში. გავიარე მშვიდობიანად ტიხუანაც და დავბინავდი სასტუმროში. ორი დღის მერე დავიწყე გადამყვანის ძებნა დავუკავშირდი ერთ-ერთს რომელსაც შევუთანხმდი ტიხუანადან გადამიყვანდა 1500$ გადამიყვანა კალიფორნიის შტატში.

არანაირი წყალი არანაირი კილომეტრები და არც ღამე გადავსულვარ დილით 11 საათზე მომაკითხა გავიარე 100 მეტრი და უკვე ამერიკაში ჩავბარდი მესაზღვრეს.

გადამიყვანეს დეთენშენში (არანაირი მაცივრები არანაირი ფოლგები და არანაირი საყინულე მე არ მინახავს.) პირობები ინდივიდუალურია ყველა სხვადასხვა გზას გადის. ვიყავი 4 დღე შემდეგ გადამიყვანეს ლუიზიანას შტატში ქალაქ მონროში 12დღე ვიყავი ქალაქ მონროში ციხეში სადაც იყო ძალიან მაგარი პირობები სასამართლო ჩამიტარდა იქვე და ჩემმა ქეისმა დააკმაყოფილა სასამართლო და იქვე მომცეს თავშესაფრის სტატუსი. გამომიშვეს. არანაირი სპონსორი არ დამჭირვებია არანაირი ბონდი ბრასლეტი და ტელეფონი.

ღმერთს ვთხოვ რომ ესე მშვიდობიანად და მარტივად გამოგევლოთ ეს გზა. ახლა ვარ ამერიკაში და ჩემი ოცნება ასრულებულია. წარმატებები თქვენ. იმედია ჩემი გამოცდილება გამოგადგებათ ჩემო ტკბილებო“, - წერს ემიგრანტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 მძიმე ისტორია: „მივედი უჯრა გამოვაღე და არც ერთი ცენტი, ჩამოვჯექი და იცით მართლა ვიგრძენი გახრწნილი სულის სუნი“ - ქალი ქმარმა ემიგრაციაში ჩვილ შვილთან ერთად მიატოვა

🔵 „საკუთარმა შვილებმა იძულებით ემიგრაციაში გამამწესეს და როგორც ნივთი ჩამდეს თვითმფრინავში“ - ემიგრანტის უმძიმესი ისტორია

🔵 „ჯერ საკუთარი ქმარი და შემდეგ იძულებით ჩემი შვილები გავამწესე ემიგრაციაში“ - exclusivetv.ge ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ახალგაზრდების დედამ სევდიანი ისტორია უამბო

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715012905

ახალი ამბები

გორში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ხოლო ბავშვი დაშავდა

 გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტინისხიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, ხოლო ბავშვი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე ერთ-ერთი ავტომობილი...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1715008883

სოციალური მედია

„ნაკერების მოხსნის შემდეგ დაიწევს” - რა ოპერაცია გაიკეთა თამო ვაშალომიძემ

 მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე აქტიურად იყენებს ტიკ-ტოკ პლატფორმას ყოველდღიური ვლოგებისა თუ სიახლეებისთვის. ამჯერად თამო საზოგადოებას მიმართავს და განმარტავს, თუ რატომ გაიკეთა ოპერაცია და რა პ...

თამო ვაშალომიძე

1715008611

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაც...

სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს

1715001492

მსოფლიო

როგორ ამინდს ვარაუდობენ 7 მაისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ სა...

წვიმააა

1714995850

სოციალური მედია

რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს სიახლეებს. ნუცა საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ მონაწილეობს. Firefighter - ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომლ...

ნუცა