მძიმე ისტორია: „მივედი უჯრა გამოვაღე და არც ერთი ცენტი, ჩამოვჯექი და იცით მართლა ვიგრძენი გახრწნილი სულის სუნი“ - ქალი ქმარმა ემიგრაციაში ჩვილ შვილთან ერთად მიატოვა

exclusivetv.ge  კიდევ ერთ ისტორიას გიამბობთ, რომელიც საკმაოდ მძიმე წასაკითხია, თუმცა რეალობაა. ამჯერად ემიგრაციაში მყოფი, ახალგაზრდა მარტოხელა დედა დაგვიკავშირდა.

„მე გიკავშირდებით იმიტომ, რომ  გიამბობთ ზღაპრის ბოლო ყველასთვის კეთილი არ არის. ეს წლების წინ დაიწყო:

სტუდენტი ვიყავი, როცა მშობლები მიყოლებით გარდაიცვალა, ვერ გაუძლეს უერთმანეთობას და დავრჩი სტუდენტი დედისერთა გოგო მარტო ცისა და მიწის ანაბარა. ჯგუფელს ხშირად აკითხავდა ქუთაისელი, ძალიან სიმპათიური ტიპი, ვერ ვიტყვი მთლად ჩაცუცქული, მაგრამ რაღაც მაგდაგვარი ნიკა. სიმონ - მისი ლექსიკის მთავარი სიტყვა იყო და დაიწყო იყო და არა იყო რა, ვიყავით მე და ის, ჩემი ცა უკვე ქუდად აღარ მიმაჩნდა და მიწა ქალამნად.

მასზე უკეთესი დედამიწაზე არავინ დაიარებოდა, შემიყვარდა ისე, როგორც თავად სიყვარული, ფერადი და გამჭვირვალე.

სიმონ, ხომ იცი ჩემი სიცოცხლე ხარ, გავყიდოთ აგი ბინა და ვიცხოვროთ ევროპაში კაცურად, ევროპაში კი არა მარსზე წავყვებოდი, გავყიდეთ, ავიკარით გუდა-ნაბადი და წავედით პოლონეთში, მაქანე წასვლა უფრო მარტივია სიმონ....

ჩავედით 80 ათასი დოლარით, ჩემი მშობლების სული თან გავიყოლე, ვიცოდი თუ გამიჭირდებოდა იმ სულსაც მე დამითმობდნენ. ვიქირავეთ ბინა, გავხდი ფეხმძიმედ და შემეძინა ისეთი ბიჭი, ისეთი სიყვარულის ნაყოფი, რომ გავიფიქრე რით დავიმსახურე ეს ყველაფერი, მე ხომ ერთი ჩვეულებრივი 20 წლის სამშობლოს მოწყვეტილი გოგო ვიყავი.

სამი თვის იყო ჩვენი შვილი, როცა მეუღლემ მითხრა, 3 დღით უნდა წავიდე სიცოცხლე, აბა თქვენ იცით ჩემი სული თქვენ გაბარიათო.

პროდუქტებს ამოვიტან უცებ, გავიფიქრე, მივედი უჯრა გამოვაღე და არც ერთი ცენტი, ჩამოვჯექი და იცით მართლა ვიგრძენი გახრწნილი სულის სუნი, რომელიც დატოვა. პირველი რაც აზრად მომივიდა ფანჯარა გამოვაღე, გადახტომა არც მიფიქრია, უბრალოდ განიავება მომინდა იმ ცხოველის, რომელიც ჩემი აღარ იყო.

დავრჩით მე და მისი ნაგლეჯი, რომელიც არ ვიცოდი უნდა მყვარებოდა, თუ მძულდა უკვე, თუ შევიძულებდი. ხვალ ზეგ არ ვიცოდი, არც  ერთ შაბათს,   ცხრა შაბათს უკვე პარიზში ვიყავით, მიგვიღეს, ჩავბარდით, გაგვათბეს, გვაჭამეს და მას შემდეგ 8 წელი გავიდა.

ჩემი ბიჭი უკვე დიდია, რომელსაც ამოვგლიჯე ყველანაირი ნიკა, ვუთხარი რომ მამა გარდაიცვალა, მდინარეში გადაიჩეხა და გვამიც ვერ იპოვეს, მერე კაცობაში საფლავის ძებნა რომ არ დაეწყო, ასე დავამთავრე კეთილი ზღაპრის ბოლო ფურცელი.

ახლა, ვფიქრობ, სულ ვფიქრობ როგორი კაცი დადგება, ვინ იქნება, უნდა მიყვარდეს თუ არა საერთოდ მამაკაცი, და საერთოდ ყველა მამაა კაცი?

გამოაქვეყნეთ იქნებ სადმე გადააწყდეს ამ ისტორიას და იცოდეს ჩვენ უკვე ფრანგები ვართ სხვა სახელებით და გვარებით, რომ მისი სული არსად შეგვხვდეს, ვისი სული გსურს?

არავისი ბატონო, ჩვენ ისედაც უსულოები გაგვხადეს, და ჭირი აქა და ლხინი იქა...“,  - მოგვწერა ემიგრაციაში მყოფმა მარტოხელა დედამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჯერ საკუთარი ქმარი და შემდეგ იძულებით ჩემი შვილები გავამწესე ემიგრაციაში“ - exclusivetv.ge ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ახალგაზრდების დედამ სევდიანი ისტორია უამბო

🔵 „საკუთარმა შვილებმა იძულებით ემიგრაციაში გამამწესეს და როგორც ნივთი ჩამდეს თვითმფრინავში“ - ემიგრანტის უმძიმესი ისტორია

🔵 „ჩავაღწიე პოლონეთში, სადაც ვითომ ახლობელი უნდა დამხვედროდა... მოტყუებული აღმოვჩნდი... ჩამოვჯექი ბორდიურზე და ამიტყდა ისტერიული ტირილი“ - ემიგრანტის მძიმე ისტორია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716102575

ახალი ამბები

მკვლელობა სამეგრელოში - ერთი მოკლული და 2 დაჭრილი

სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ახალგაზრდა კაცი და დაჭრილია 2 პირი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „exclusivetv“ დამატებით დეტალებს შინაგა...

პოლიცია

1716056872

მსოფლიო

წყალდიდობა ავღანეთში - დაღუპულია მინიმუმ 68 ადამიანი

 უჩვეუოდ ძლიერმა სეზონურმა წვიმებმა ავღანეთში წყალდიდობა გამოიწვია, რასაც სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News  თალიბანის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გა...

ააა

1716053547

მსოფლიო

სიახლე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელსაც მესამე ოპერაცია ჩაუტარდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, როგერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა - ამის შესახებ ინფორმაციას Bild ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რობერტ ფიცოს დღეს კიდევ ერთი, 2-საა...

რობერტ ფიცო

1716048533

საზოგადოება

„დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები“ - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე

„დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები, ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის...

პოლიტიკოსები

1716044415

სოციალური მედია

„ახალგაზრდებო, ვისაც ჯანსაღი პროტესტი გაქვთ და არა ისინი, ვინც ფინანსდებიან „ენჯოებიდან“, მიდით, შეხვდით, იმუშავეთ“ - რას წერს ლაშა ბასლანძე

პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ. „ახალგაზრდებო, ვისაც ჯანსაღი პროტესტი გაქვთ და არა ისინი, ვინც ფინანსდებიან ენჯოებიდან ... ვისაც რეა...

ლაშა ბასლანძე