„ჯერ საკუთარი ქმარი და შემდეგ იძულებით ჩემი შვილები გავამწესე ემიგრაციაში“ - exclusivetv.ge ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ახალგაზრდების დედამ სევდიანი ისტორია უამბო

exclusivetv.ge-ს ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ახალგაზრდების დედა დაუკავშირდა და თავისი სევდიანი ისტორია უამბო.

ვკითხულობ თქვენს სტატიებს ემიგრანტებზე და ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე, არც თქვენ გიცნობთ და არც თქვენ რესპონდენტებს, საშინლად ავფორიაქდი, დავპატარავდი, უსუსური გავხდი და აღსარება მინდა ჩაგაბაროთ, ქართველმა დედამ, რომელიც ემიგრანტია საკუთარ ქვე - ყანაში. ყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია.

გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ მე ჯერ საკუთარი ქმარი და შემდეგ იძულებით ჩემი შვილები გავამწესე ემიგრაციაში, დიახ არ მოგესმათ, ქმარი იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა და შვილებისთვის საუკეთესო განათლება მიგვეცა!

შვილებისთვის განათლების მიცემა შევძელით, ხოლო სამშობლოში წლების შემდეგ დაბრუნებული მეუღლე გააკოტრეს. ხელისუფლებების უკუღმართობის გამო, დავკარგეთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა და გაბღენძილმა ჯიპებზე მომჯდარმა მევახშე დედაკაცებმა ყველაფერი დაგვაკარგვინეს, მორალურად გაგვანადგურეს, სული ხელოვნურად ამოგვაგლიჯეს და პირნათლად დაბრუნებული, უცხოურ განათლება მიღებული შვილები ისევ გადაიხვეწნენ, ერთი ევროპაში, მეორე ამერიკაში. იქ კი დაუფასეს განათლებაც და ადამიანობაც და მე უსუსური დედა მათ კმაყოფაზე ვარ, მრცხვენია და ვკანკალებ თითოეულ დახარჯულ ლარზე.

მე ვარ ემიგრანტი საკუთარ ქვეყანაში, რომელსაც მთელი ცხოვრება ენატრებოდა ჯერ ქმარი, მერე შვილები. როდემდე შეიძლება ასე დამძიმებული ცხოვრება, დაკნინებული სახელმწიფოს მიერ, რომელიც არ მიცავს, მაშინებს, საუკეთესო ახალგაზრდებს მიერეკება უცხოეთში, მიერეკება ყველას.

მრცხვენია ყველას მაგივრად, მრცხვენია ხვალინდელი დღის, მრცხვენია სიცოცხლის, მრცხვენია ყველა გათენებული დღის, რომელიც ჩემთვის ღამეა, გთხოვ გამოაქვეყნოთ როგორ ვიყიდებით ყველა დღე, ყველა წამს.

მადლობა, რომ დამითმეთ ძვირფასი დრო ჩემი წუხილის გამო“, - მოგვწერა ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ახალგაზრდების დედამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჩავაღწიე პოლონეთში, სადაც ვითომ ახლობელი უნდა დამხვედროდა... მოტყუებული აღმოვჩნდი... ჩამოვჯექი ბორდიურზე და ამიტყდა ისტერიული ტირილი“ - ემიგრანტის მძიმე ისტორია

🔵 „საკუთარმა შვილებმა იძულებით ემიგრაციაში გამამწესეს და როგორც ნივთი ჩამდეს თვითმფრინავში“ - ემიგრანტის უმძიმესი ისტორია

🔵 "დედამთილმა მომაწყევლა-ემიგრაციაში საკუთარი ფეხით მიდიხარ და აქეთ კუბოთი ჩამოესვენებინოთო! ქმარი ჩემი ნაყიდი მანქანით, სხვებს "დააგულავებს" - ემიგრანტი ქალის მძიმე ისტორია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716102575

ახალი ამბები

მკვლელობა სამეგრელოში - ერთი მოკლული და 2 დაჭრილი

სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ახალგაზრდა კაცი და დაჭრილია 2 პირი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „exclusivetv“ დამატებით დეტალებს შინაგა...

პოლიცია

1716102085

სოციალური მედია

„ჩვენ „ხევისბერ გოჩაზე “ და „სტუმარ-მასპინძელზე” გავიზარდეთ, თქვენ გიული ალასანიას ისტორიაზე... ოჯახი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ცოლი და ქმარი...“ - რას წერს ნათია ბერიძე

ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ოჯახის სიწმინდის დღეზე საუბრობს. „ოჯახი მარტო ცოლი და ქმარი რომ არ არის,ალბათ ეს იმ ადამიანებმა არც კი იციან , ვინც გუშინდელ შეკრებებს მთ...

 ნათია ბერიძე

1716099841

სოციალური მედია

„თბილები და ტკბილები, საოცარი კადრებია“ - ზურიკო დავითაშვილისა და მისი ვაჟის კადრები სტადიონიდან

ზურიკო დავითაშვილმა 18 მაისს შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და საფეხბურთო კლუბ „პოს“ გოლი გაუტანა, იგი „ბორდოში“ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ემოციურ კადრებს სტადიონიდან სოციალურ ქსელში Geo Team სოციალურ ქს...

 ზურიკო დავითაშვილი

1716065054

ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, გადაწყვეტილება მშვიდად და აუჩქარებლად უნდა მიიღოთ. საკუთარ თავს ფიქრისა დ...

ჰოროსკოპი

1716062964

საზოგადოება

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება. კიშინეუში დაგეგმილ შეჯიბრებაში, მასპინძელი მოლდოვისა და საქართველოს გარდა, კიდევ ექვსი ქ...

 სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები