2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობებისთვის. ურთიერთობებში თავდაჯერებულად მოქმედებთ და იცით, როგორ მოახდინოთ შთაბეჭდილება პარტნიორზე. გირჩევთ, დღეს ეს შანსი გამოიყენოთ. თუ არ მოგწონთ ის, რასაც სარკეში ხედავთ, რაღაც უნდა შეცვალოთ.

კურო

ნუ აჩქარდებით, უმჯობესია შესაფერის მომენტს დაელოდოთ. ეს დღე კი, ეცადეთ, უფრო აქტიურად გაატაროთ. ვალდებული არ ხართ თქვენ მიმართ დამამცირებელ დამოკიდებულებას შეეგუოთ და არ გააპროტესტოთ. ნუ დაუჯერებთ დაპირებებს, ეცადეთ რეალურად იაზროვნოთ.

ტყუპები

ამ დღეს სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში ნებისმიერ დებატებში გაიმარჯვებთ. თქვენი არგუმენტები იმდენად დამაჯერებელია, რომ ოპონენტს შანსებს არ უტოვებთ. შესაძლოა, თქვენმა პირდაპირობამ ვიღაცას გული ატკინოს, ამიტომ სანამ ადამიანებს პრეტენზიებით მიმართავთ, კარგად დაფიქრდით, სამართლიანია თუ არა ისინი.

კირჩხიბი

გათავისუფლდით ილუზიებისგან, რომლებსაც ასრულება არ უწერია. ყოველ შემთხვევაში - ამ ეტაპზე. ამით ძვირფას დროს და ენერგიას ხარჯავთ. გირჩევთ, ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და გაარკვიოთ, რა არის დასაშვები და რა არა. ეს უხერხულობას და პრობლემებს თავიდან აგაცილებთ. ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ლომი

მოულოდნელი მოვლენები და ცვლილებები გელით, რისთვისაც მზად არ ხართ. ვიღაცამ შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა არ შეასრულოს. ახლახან გაცნობილ ადამიანთან დაკავშირებით ოცნების კოშკების აგება არ ღირს. გირჩევთ, ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და გაარკვიოთ რა არის დასაშვები და რა არა. ეს უხერხულობას და პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

ქალწული

დღეს შეიძლება მიხვდეთ, რომ აუცილებელი არ არის, ყველაფერი თავად აკეთოთ. ნუ მოგერიდებათ, რომ დახმარება ითხოვოთ და დავალებები გადაანაწილოთ. შესაძლებელია, რომელიმე ადამიანმა ან მოვლენამ გარკვეული ქმედებებისკენ გიბიძგოთ. ყურადღება მიაქციეთ საკვების ვადას და ხარისხს.

სასწორი

ამ დღეს ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობები - ერთს გეუბნებიან, მეორე გესმით, მაგრამ აგრესიასა და კონფლიქტებზე უარი უნდა თქვათ. არახელსაყრელი დღეა მენეჯმენტთან ურთიერთობისთვის, ამიტომ სასურველია, თქვენთვის, მშვიდად იმუშაოთ.

მორიელი

კარგი დღეა მათთვის, ვინც დისტანციურად, სახლიდან მუშაობს. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში მოულოდნელობები გელით - შესაძლოა სატელეფონო ზარი გქონდეთ იმისგან, ვისგანაც არ ელით. არახელსაყრელი დღეა შოპინგისთვის.

მშვილდოსანი

საჭიროების შემთხვევაში, ზედმეტი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ადამიანებისგან ახსნა-განმარტებები უნდა მოითხოვოთ. თანამოსაუბრე როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს, თავაზიანობის საზღვრებს ნუ გადახვალთ და სასურველია, უხერხულ თმებზე საუბარს მოერიდოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემებისგან თავის დაღწევა და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ.

თხის რქა

არავის მისცეთ უფლება, იმის გაკეთება გაიძულოთ, რაც არ გსურთ. თავად ყველაზე კარგად იცით რა გსურთ, ამიტომ უკან არ დაიხიოთ. შეცვალეთ საკუთარი მენიუ. შეეცადეთ მეტი ბოსტნეული და ნაკლები მარილი მიირთვათ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

მერწყული

დროა, დაისვენოთ და აზრები მოაწესრიგოთ. თუ საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა გსურთ, შეგიძლიათ მოქმედება დაიწყოთ. ნუ ეცდებით ათი საქმის ერთდროულად კეთებას, თორემ მარცხს იგემებთ. შესაძლოა, თქვენი შეხედულებების გამო ვიღაცისგან შენიშვნა მიიღოთ, მაგრამ გირჩევთ, უპასუხოდ დატოვოთ.

თევზები

გამჭრიანი და ჭკვიანი ადამიანი ხართ და ამის გამოვლენის ნუ შეგეშინდებათ. კოლეგების შურს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ვარსკვლავები მარტოხელა თევზებს საინტერესო შეხვედრას ჰპირდებიან. გირჩევთ, საკუთარ თავზე მეტი იზრუნოთ და თუნდაც უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემა უყურადღებოდ არ დატოვოთ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716042100

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, ვეტო პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება. „დღეს, დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი, თ...

პრეზიდენტი

1716040897

საზოგადოება

„ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაშია დაკანონებული, დავალება მიიღეს, გააკეთეს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, დავალება მიიღეს, გააკეთეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მის...

ირაკლი

1716035177

სპორტი

დავითაშვილი სეზონის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“-„პოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლიგა 2-ის სეზონი საშინაო გამარჯვებით დაამთავრა. „ბორდომ“ მატჩი გაეტა...

ზურიკო დავითაშვილი

1716031806

საზოგადოება

„მე იმისთვის მაქვს ცოდნა, რომ სხვას გავუზიარო, დავიცალო და ახალი შევივსო... დღეს მოკამათეები არ უსმენენ ერთმანეთს“ - რას ამბობს ელდინო საღარაძე

მსახიობი, პოეტი და პედაგოგი ელდინო საღარაძე, გადაცემა ჩვენი ოჯახის ეთერში კამათის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მე გავსებული ვარ რაღაცა ცოდნით თავდაჯერებული ვარ და ვჯდები საკამათოდ. დღეს მ...

პოეტი

1716027897

ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს

 სტრასბურგში 16-17 მაისს ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მ...

ევროსაბჭო