"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო.

პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს.

აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიების წარმომადგენლები, მათ შორის აკრედიტებული ჟურნალისტები, რომლებიც დღეს პარლამენტში არ შეუშვეს, ასევე, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები. ადგილზე ისმის შეძახილები: "არა რუსულ კანონს!"; "მონებო", გაშალეს ევროკავშირის დროშა.

"ყველაფერი რაც აქ ხდება, მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ეშინია, დილით, ვიდრე მოვიდოდი აქ, ვნახე, რომ სუს-ის შენობის ეზოში სპეცრაზმია სავსე, მობილიზებულია ასობით პოლიციელი. გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომ ტელემედიის გარდა პარლამენტის შენობაში ვერავინ შევიდოდა, საქმე რაშია, პირველ რიგში, ეს რუსული კანონი გვეხება იმ ონლაინ მედიებს, რომლებიც ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ვარსებობთ, მაშინ როცა პარლამენტი ფიქციურად მაინც უნდა ახდენდეს, რომ შიგნით გვიშვებდეს და გვისმენდეს, იქნებ არ ვყვირი, მაგრამ აპრიორი ეშინიათ, მხდალები არიან, შიგნით არ გვიშვებენ, რომ ჩვენი ხმა ვერ გავაგონოთ, მაგრამ ჩვენ აქ ვიდგებით იქამდე, სანამ ამ კანონის მიღებას არ ჩავშლით", - ამბობს "მთის ამბების" რედაქტორი, გელა მთივლიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714508032

ჰოროსკოპი

1-ელი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება თქვენ გარშემო, თავს მით უკეთესად გრძნობთ. ახლა ყველაზე მეტად...

ყოველდღიური

1714507260

ახალი ამბები

ომბუდსმენი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ეხმაურება. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრ...

ომბუდსმენი

1714506592

ახალი ამბები

„აქცია გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“ - შსს

„აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღო...

შსსს

1714504729

ახალი ამბები

„აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი“ - შსს

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“, - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს...

შსს

1714499670

სოციალური მედია

„მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან მიზეზი სწორედ ეს იყო...“ - კესარია აბრამიძის სკანდალური აღიარება

ფოტომოდელი კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ 2-წლიანი ტოქსიკურ ურთიერთობა დაამთავრა, სადაც  მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ უწევდა ყოფნა. როგორც იგი წერს, ქვეყანა დატოვა,...

 კესარია აბრამიძე.