„ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, თავდასხმებს პოლიციელებზე, დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც“ - კახა კალაძე

„მინდა, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, იცით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველანაირი ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

კალაძის თქმით, გუშინდელი აქცია გასცდა კანონით დადგენილ პროტესტის ფორმას.

„გუშინ ვნახეთ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, მოწოდებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე, ხდებოდა სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფები. დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც. მას შემდეგ, რაც აქცია მშვიდობიან პროტესტის გამოხატვის ფარგლებს გასცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს. თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მინდა, გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია“, – განაცხადა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716272174

სოციალური მედია

„ძვირფასო ტროლებო! არა ბიჭოს, თქვენ დაგანახვებთ თავს დაბერებულს, მოუვლელს და დარდისგან დაცემულს“ - მაია ასათიანი

ჟურნალისტი მაია ასათიანი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მიმართვას აქვეყნებს და ე.წ ტროლებს მიმართავს. როგორც იგი ამბობს, მას სწერენ, რომ „მახინჯი ბებერია“. „ტროლების ახალი შემოტევა მაქვს, ძირითადი მესი...

მაია ასათიანი

1716270354

ომი უკრაინაში

„ყველა მიეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები იხოცებიან“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სურდა, რომ მისი პარტნიორები უფრო უშუალოდ ყოფილიყვნენ ომში ჩართული, თუმცა ესმის, რომ ისინი რუსეთის ანტაგონიზებას სიფრთხილით ეკიდებოდნენ. როგორც ზელენსკი...

უკრაინა

1716268329

ახალი ამბები

იტალიაში ორი მიწისძვრა მოხდა

იტალიაში ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი 21:51 წუთზე დაფიქსირდა, ხოლო მეორე 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის 22:10 წუთზე მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც წერენ. „გარეთ...

ზოგადი

1716232906

სპორტი

კახა ჯინჭარაძე რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

 სუპერლიგის 2023-2024 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემტევი უკანახაზელი კახა ჯინჭარაძე დასახელდა. 30 წლის კალათბურთელისთვის ეს გახლავთ სუპ...

კახა ჯინჭარაძე

1716227792

სპორტი

ლოგოს აკოცა და ფანებს მადლობა გადაუხადა, უთქმელადაც ყველაფერი გავიგეთ - მამარდაშვილი მესტალიას დაემშვიდობა?

 გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ დიდი ალბათობით, ბოლო მატჩი ჩაატარა. ამაზე არა მარტო კლუბში არსებული სიტუაცია, არამედ ქართველი მეკარის ჟესტიც მიანიშნებს. „ჟირონასთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გიო...

იტალია