ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი თბილისის გრანდ სლემზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი 4 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 

თბილისის გრანდ სლემის მესამე და დასკვნითი დღე საქართველოს ჰიმნით დაიხურა. გურამ თუშიშვილმა ჩემპიონობა იზეიმა. ჰიმნმა მანამდეც გაიჟღერა ლაშა ბექაურის გამარჯვების აღსანიშნავად.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90 კგ) ფინალამდე გზას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა აზერბაიჯანის, აშშ-ის, რუმინეთის და საბერძნეთის წარმომადგენლები, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ ელიან ჰაჯიევს  იპონით მოუგო და კარიერის მესამე და თბილისის გრან სლემის მეორე ოქროს მედალი დაისაკუთრა.

პირველი წრიდან დაიწყო შეჯიბრი მძიმე წონაში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა გურამ თუშიშვილმა. მოუგო გერმანელ, მონღოლ, სლოვაკ და ყაზახ ძიუდოისტებს. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან მოუწია შეხვედრა. მძიმეწონოსანთა დაპირისპირებაში ეფექტური იპონით თუშიშვილმა გაიმარჯვა და საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა.

თუშიშვილამდე ამავე წონაში ჩვენს გუნდს ბრინჯაოს მედლით თავისი წილი ჯილდო შემატა იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონმა საბა ინანეიშვილმა.

გრანდ სლემის მესამე დღეს საქართველოს წარმატებულმა გამოსვლამ ჩვენს გუნდს საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველობა მოუპოვა.

ერთი დღით ადრე ჩემპიონობა იზეიმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ), რომელმაც ფინალში რუსი გალსტიანი იპონით დაამარცხა, პირველ დღეს კი ოქროს მედალი მოიპოვა  საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).

თბილისის გრანდ სლემი იმითაც იყო მნიშვნელოვანი რომ აქტიური სპორტიდან გააცილეს ჩვენი სახელოვანი ძიუდოისტები: მსოფლიოს ჩემპიონი და ვერცხლის მედალოსანი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და ვერცხლის მედალოსანი, ასევე ევროპული თამაშების ოქროს და ვერცხლის მფლობელი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატების სამი ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს და ევროპული თამაშების ორი ვერცხლის მედლის მფლობელი ვარლამ ლიპარტელიანი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714323972

საზოგადოება

„მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნების მიღწევა და უკვე იქამდე მივიდნენ, რომ სარწმუნოება ამოიღეს ჩვენი სავალი გზიდან“ - მიტროპოლიტი სტეფანე

„დღევანდელ დღეს რომ ვუყურებთ გარშემო რა ხდება, ყველა თითს გვიქნევს, თითქოსდა ყველა აღდგა ჩვენი თვითმყოფადობის წინააღმდეგ, აქ კიდევ მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნები...

მიტროპოლიტი

1714322133

სოციალური მედია

„მადლობა ყველგან რომ გვწვდები“ - ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამას

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში ხშირად იხსენებს მამას, ყველასათვის საყვარელ გიორგი გოგიჩაიშვილს. ამჯერად იგი „ინსტაგრამზე“ ფოტოს აქვეყნებს და ემოციური პოსტით მოკლე ისტორიას გვიყვება.

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი

1714321950

საზოგადოება

„ვდგავართ არჩევანის წინაშე, „მამული, ენა სარწმუნოება“ თუ „მამული, ენა, ერთობა ეშმაკთან“ - მიტროპოლიტი სტეფანე

„ის ერი, რომელიც გამოცოცხლდა 9 აპრილს და რომელმაც დაიწყო თავისი ცხოვრება არა იმპერიების წიაღში დაძინებული, არამედ გამოცოცხლებული ქვეყნის სახით, რომელიც ცხოვრობს მსოფლიო ერებს შორის, დღეს კიდევ ერთხელ...

ააა

1714321786

ახალი ამბები

„ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას“ - სოსო ფხაკაძე

„ბუნებრივია, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. თუმცაღა, აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამ, რასაც ხშირად ჰქონდა ადგი...

ზოგადი

1714320940

სოციალური მედია

„ყოველთვის, სანამ საქართველოს დავტოვებ“ - ნუცა ბუზალაძე ტაძარში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ იღებს მონაწილეობას, ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს. ნუცა საკმაოდ აქტიურია „ინსტაგრამზე“ და მის ყოველდღიურ ამ...

ნუცა