თუ ამას არ აკეთებ, ქათამი ხარ, ერთადერთი, რის გამოც ის ჩემთვის საინტერესოა, ქამარია - თოფურია ჰოლოუეისთან ჩხუბზე

,,ჰოლოუეის მეტოქედ განვიხილავ მხოლოდ ერთი რაღაცის გამო და ეს BMF-ის ქამარია, რაც მას აქტუალურს ხდის, არ არსებობს სხვა მიზეზი, რის გამოც ის ჩემთან სატიტულო ბრძოლას იმსახურებს", - ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ El Español-ს განუცხადა.

თოფურია დასძენს, რომ ოქტაგონზე დაპირისპირების შემთხვევაში, ის მაქს ჰოლოუეის ძალიან იოლად დაამარცხებს.

„ბიჭმა, რომელსაც ბოლო ბრძოლაში მე ვაჯობე (ვოლკანოვსკი), ის ერთხელ და ორჯერ კი არა, სამჯერ დაამარცხა. სატიტულო ბრძოლას ვოლკანოვსკი იმსახურებს. ასევე არის ბრაიან ორტეგა, რომელიც ჰოლოუეისგან განსხვავებით, ახლოს იყო ვოლკანოვსკის დამარცხებასთან.

ასე რომ, თუკი ჰოლოუეი თავის ქამარს არ ჩამოვა, ჩემთან შეხვედრის შესაძლებლობას ვინმე სხვას მივცემ, მას კი მოუწევს რიგში დგომა და მოცდა. ის აცხადებს, რომ ნამდვილი BMF-ია (The Baddest Motherfucker), მზად არის ჩხუბისთვის ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მეტოქესთან. და სურს, რომ ჩემს წინააღმდეგ გამოვიდეს ისე, რომ სასწორზე დადოს სახელი და შეინახოს ქამარი? ეს არ შეეფერება ნამდვილ BMF-ს, რომელიც ჩამოდის ყველაფერს, რაც გააჩნია. და თუკი ამას არ აკეთებ, უბრალოდ ქათამი (მშიშარა) ხარ.

გავიმეორებ, რომ ერთადერთი, რის გამოც ის ჩემთვის საინტერესოა, ქამარია. ამის გარეშე ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. ეჭვიც არ მეპარება, რომ მას საქმეს პირველ-ორ რაუნდში დავუმთავრებ“, - აცხადებს თოფურია.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715012905

ახალი ამბები

გორში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ხოლო ბავშვი დაშავდა

 გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტინისხიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, ხოლო ბავშვი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე ერთ-ერთი ავტომობილი...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1715008883

სოციალური მედია

„ნაკერების მოხსნის შემდეგ დაიწევს” - რა ოპერაცია გაიკეთა თამო ვაშალომიძემ

 მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე აქტიურად იყენებს ტიკ-ტოკ პლატფორმას ყოველდღიური ვლოგებისა თუ სიახლეებისთვის. ამჯერად თამო საზოგადოებას მიმართავს და განმარტავს, თუ რატომ გაიკეთა ოპერაცია და რა პ...

თამო ვაშალომიძე

1715008611

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაც...

სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს

1715001492

მსოფლიო

როგორ ამინდს ვარაუდობენ 7 მაისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ სა...

წვიმააა

1714995850

სოციალური მედია

რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს სიახლეებს. ნუცა საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ მონაწილეობს. Firefighter - ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომლ...

ნუცა