რა გელოდება დღეს - 13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

მეგობრული ურთიერთობა და იუმორის გრძნობა მოლაპარაკებებში დაგეხმარებათ და სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების გულს მოგაგებინებთ. გარშემო მყოფების მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინეთ, კომპლიმენტები ნუ დაგენანებათ და სასურველს სწრაფად მიაღწევთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ წაეპოტინოთ, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით.

კურო

დღის პირველ ნახევარს საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეებს დაუთმობთ. ეცადეთ, ყველაფერი დროულად დაასრულოთ და ამ შაბათ დღეს საყვარელი საქმიანობისთვის დრო გამონახოთ. დაუნანებლად მოიცილეთ ყველა და ყველაფერი, რაც წინსვლაში ხელს გიშლით და ენერგიას გართმევთ. სიმტკიცე გამოიჩინეთ და დაასრულეთ ურთიერთობა, რომელსაც მომავალი არა აქვს.

ტყუპები

რთული და შრომატევადი კვირის შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ ეს დღეს ისე გაატაროთ, როგორც თავად გინდათ - მეგობრებთან ერთად წვეულებაზე წადით, იშოპინგეთ ან, სულაც, განმარტოვდით და კარგ ფილმს უყურეთ. შემოქმედებითი საქმიანობისთვის ნაკლებად ხელსაყრელი დღეა.

კირჩხიბი

აქტიური და საინტერესო დღეა. სახლში უსაქმოდ ჯდომას, ჯობს დიდი ხნის წინ დაწყებული, მნიშვნელოვანი საქმე დაასრულოთ და შემდეგ მეგობრებთან ერთად გაერთოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სირთულეებისთვის მოემზადოთ - ამ დღეს გარემოებები თქვენ წინააღმდეგ იქნებიან. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს და მუშაობა ორშაბათამდე გადადეთ. ნუ გააზვიადებთ საკუთარ პრობლემებს, რათა ეს თქვენს ჯანმრთელობაზე არ აისახოს. სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის. ხვალ პრობლემა თავისთავად გამოსწორდება.

ქალწული

შესანიშნავი დღეა ფიქრისა და სამომავლო მოქმედებების დაგეგმვისთვის. გახსოვდეთ, რომ ეშმაკი დეტალებში იმალება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება წვრილმანებს უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, წესები და შეთანხმებები დაიცვათ, რათა შეცდომები არ დაუშვათ და უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

სასწორი

გამუდმებით ძველ პრობლემაზე ფიქრობთ, რაც ხასიათს გიფუჭებთ. ეცადეთ, ხალისიან, ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ, რათა უარყოფითი გამოცდილება წარსულში დატოვოთ და ბნელი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ. ამ დღეს გულწრფელობას უახლოეს მეგობრებთანაც კი უნდა მოერიდოთ, რადგან შეიძლება თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ.

მორიელი

რაღაც მოვლენა ან გარემოება დიდ დროს გართმევთ და წინსვლაში ხელს გიშლით. შეეცადეთ, შემაფერხებელი ფაქტორებისგან გათავისუფლდეთ და თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოთ. ზუსტად შედგენილი სამოქმედო გეგმა თქვენს თავდაჯერებას გაზრდის და მუშაობაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ის საქმე უნდა აკეთოთ, რომელსაც დიდი ხანია, სამომავლოდ ინახავთ. წვრილმანებზე ძვირფას დროს ნუ დაკარგავთ და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე გადაიტანეთ. ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.

თხის რქა

ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კამათი. ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ, რათა თქვენთვის ძალიან ძვირფასი ურთიერთობა არ გააფუჭოთ. თუ საჭიროა, შეცდომების აღიარება და პატიების თხოვნაც უნდა შეძლოთ. სხვა ადამიანების მიერ დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯი გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

მერწყული

გარშემომყოფები თქვენგან წესების მკაცრად დაცვას ითხოვენ. თუ ეს სიტუაცია დისკომფორტს განიჭებთ, ეცადეთ, მთელი დღე განმარტოებით გაატაროთ და საყვარელი საქმიანობით დაკავდეთ. მეგობრების რჩევა დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვანი საკითხი თქვენთვის სასარგებლოდ მოაგვაროთ.

თევზები

ეცადეთ, ეს დღე მშვიდად, აუჩქარებლად გაატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში განწყობას გაგიფუჭებთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა - პიროვნული მოქნილობა და დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ, რომ კონფლიქტური ვითარება დაზავებით დაასრულოთ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714549976

საზოგადოება

„ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, თავდასხმებს პოლიციელებზე, დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც“ - კახა კალაძე

„მინდა, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, იცით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქო...

პოლიტიკოსეი

1714548368

საზოგადოება

ბზის უკანონო მოპოვებისა და სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

„ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს“, - ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.  „...

ზოგადი

1714546188

ჰოროსკოპი

1-ელი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ანზორ ოდიშარიასგან

ვის ელის მოულოდნელი თავსატეხი სასიყვარულო კუთხით,  ზოდიაქოს რომელმა ნიშნებმა უნდა შეიკავონ თავი ფინანსების გაცემისგან და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერისგან - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვი...

ანზორ ოდიშრია

1714540846

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 1 მაისს ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ.  „საქართველოს პარლამენტ...

წუთიერი დუმილი

1714540191

საზოგადოება

როგორ ამინდს პროგნოზირებენ 1-2 მაისს საქართველოში

1-2 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  „2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ე...

მზე