„რუსთაველზე შეკრებილებმა ხელოვნურად გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი“ - სამართალდამცავი
გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ამას, სამართალდამცველების მხრიდან მოჰყვა გაფრთხილება - გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციის განმარტებით, მოხდებოდა მათი იდენტიფიცირება და კანონის შესაბამისად, ჯარიმების გამოწერა.
მოგვიანებით, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გოგა მემანიშვილმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში განმარტა, რომ ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, გზის გადაკეტვა არ იყო აუცილებელი.
„აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთეთ. რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს და ასევე ორგანიზატორებს, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, რადგან გზის დაკეტვის საჭიროება ახლა არ არის ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე. მოვახდენთ იმ პირების იდენტიფიცირებას, ვინც ხელოვნურად კეტავს გზის სავალ ნაწილს და შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს“, - განაცხადა სამართალდამცავმა.
მისი განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები 500, ხოლო ორგანიზატორები 5000 ლარამდე ჯარიმას დაექვემდებარებოდნენ.
პოლიციის აღნიშნული მითითება აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პროვოკაციის მცდელობად შეაფასა და საბოლოოდ, აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა.
1715012905
ახალი ამბებიგორში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ხოლო ბავშვი დაშავდა
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტინისხიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, ხოლო ბავშვი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე ერთ-ერთი ავტომობილი...
1715008883
სოციალური მედია„ნაკერების მოხსნის შემდეგ დაიწევს” - რა ოპერაცია გაიკეთა თამო ვაშალომიძემ
მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე აქტიურად იყენებს ტიკ-ტოკ პლატფორმას ყოველდღიური ვლოგებისა თუ სიახლეებისთვის. ამჯერად თამო საზოგადოებას მიმართავს და განმარტავს, თუ რატომ გაიკეთა ოპერაცია და რა პ...
1715008611
მსოფლიონიკოლ ფაშინიანი პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაც...
1715001492
მსოფლიოროგორ ამინდს ვარაუდობენ 7 მაისს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ სა...
1714995850
სოციალური მედიარა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე
მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს სიახლეებს. ნუცა საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ მონაწილეობს. Firefighter - ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომლ...