ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის - ძალით კაცის შესრულებით, ეს იყო დაგეგმილი და ამის მტკიცებულება მაქვს - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მასზე ალეკო ელისაშვილის თავდასხმა შეკვეთილი პროვოკაცია იყო. მისივე თქმით, მას ამის მტკიცებულებაც აქვს. უმრავლესობის ლიდერმა ამ საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„ეს არის იყო შემთხვევითი, ეს იყო დაგეგმილი და ამის მტკიცებულება მაქვს. ჯერ ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა, რომელ კაცობაში, ქართველობაში ზის და ცხოვრებაში ამას რომ ვერ გამიბედავდა ეს „კაცი“, ამაზე ლაპარაკი აღარ არის. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი და რწმენა და ამის გამო ერთმანეთს რუსები არ უნდა ვეძახოთ, თორემ მერე ასეთი არამზადები სარგებლობენ და ვითომ კაცობენ, ამას საკადრისი პასუხები გაეცემა. ასეთი ტიპის მიპარვით, ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ეს ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენს მიმართ ვხედავთ.

რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მომწერა მესიჯი, რომელიც მისმა მეგობრის შვილმა მისწერა, სხვათა შორის რამდენიმე ჟურნალისტს ჩავუგდე რამდენიმე დღის წინ ეს მესიჯი - „იქნებ მამუკა მდინარაძეს მივაწვდინოთ ხმა. ერთი გოგოა, ის უნდა შევიდეს მდინარაძესთან ინტერვიუზე. პარლამენტში ვინც არიან ჩვენები, არც არაფრის თავი არ აქვთ [ზრდილობიანად რომ ვთქვათ], უფრთხილდებიან, პირადი სიმპათიები აქვთ თუ რა ჯანდაბა სჭირთ ვერ გავიგეთ და მდინარაძე იქნებ ამან მაინც ცოტათი მიაბანძოს, ძალიან შეუბერაო. წესით, პროვოკაციებს იკადრებენ, უკადრებელს იკადრებენ ამ დღეებში და მინდა იცოდეს, გვიგებენ რეალურად და უარგუმენტოდ ვართ გარედან ტიპების იმედზეო“. ეს მესიჯი რამდენიმე ჟურნალისტს ჩავუგდე. მესიჯია ჩემი მეგობრის, რომელიც მიწერა მისი მეგობრის შვილმა, რომელიც შარშან აქციებზე იდგა და წელს ცოტა სხვა აზრზეა. ანუ, ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, „გადახდილი პროვოკაცია“, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. ძალიან შეუბერა მამუკა მდინარაძემო. ანუ არგუმენტებით ვერ მიგებდნენ და უნდოდათ ახლა, უკაცრავად ჟარგონისთვის და, „გავებანძებინე“ ალეკო ელისაშვილს და მისნაირ წუმპიდან ამოვარდნილ ხალხს. თუ ჩხუბი უნდა, მოვიდეს და პირისპირ, თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს ან რაღაცა ქნას. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებული“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვ.ლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714552954

ახალი ამბები

თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის საშვილოსნოს ყელის კიბოს კომპონენტს ადამიანის პაპილომა ვირუსის HPV ტესტირება დაემატა

თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის საშვილოსნოს ყელის კიბოს კომპონენტს ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ტესტირება დაემატა. აღნიშნული სიახლის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილი...

ბათუმში მცირეწლოვანი გარდაიცვალა

1714551613

ახალი ამბები

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სამი ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი ორ თვეში განხორციელდება“ - კახა კალაძე

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებისა და საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, თბილისის მერია შესაბამის პროექტს განახორციელებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილი...

პოლიტიკოსები

1714549976

საზოგადოება

„ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, თავდასხმებს პოლიციელებზე, დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც“ - კახა კალაძე

„მინდა, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, იცით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქო...

პოლიტიკოსეი

1714548368

საზოგადოება

ბზის უკანონო მოპოვებისა და სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

„ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს“, - ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.  „...

ზოგადი

1714546188

ჰოროსკოპი

1-ელი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ანზორ ოდიშარიასგან

ვის ელის მოულოდნელი თავსატეხი სასიყვარულო კუთხით,  ზოდიაქოს რომელმა ნიშნებმა უნდა შეიკავონ თავი ფინანსების გაცემისგან და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერისგან - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვი...

ანზორ ოდიშრია