ერდოღანმა მუნიციპალურ არჩევნებში ანკარასა და სტამბოლში თავისი პარტიის მარცხი აღიარა
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მუნიციპალურ არჩევნებში დემოკრატიამ და ხალხის ნებამ გაიმარჯვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარასა და სტამბოლში თავისი პარტიის მარცხი აღიარა და აღნიშნა, რომ თვითკრიტიკისა და შეცდომების გამოსწორების დროა.
„31 მარტის არჩევნები ჩვენთვის არა დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია.თურქმა ერმა მუნიციპალურ არჩევნებში საკუთარი აზრი დააფიქსირა. გაიმარჯვა დემოკრატიამ და ხალხის ნებამ. არჩევნები დემოკრატიისთვის შესაბამისი შედეგით დასრულდა. გასული წლის მაისის არჩევნების შემდეგ ჩვენ, სამწუხაროდ, ახლა ვერ დავდეთ ის შედეგი, რისი იმედიც გვქონდა. გავაანალიზებთ 31 მარტის შედეგებს პარტიაში, ვიქნებით თვითკრიტიკულები და განვიხილავთ ამ უკუსვლის მიზეზებს“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში წინასწარი შედეგებით, ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს, რომელმაც გამარჯვება დიდ ქალაქებში მოიპოვა, მათ შორის დედაქალაქში, სტამბოლსა და იზმირში. ოპოზიციას ხმების 37.32% აქვს, რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ კი 35.78%.
1715612251
ახალი ამბებითბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა: დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზ...
1715609891
მსოფლიოყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში. გამოძიების ცნობით, ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვა სი...
1715606192
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6804 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1715606024
ახალი ამბები„ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ*რეს... ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სირე*ი?“ - იაგო ხვიჩია
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს. „არ ვიცი აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ...
1715605888
ახალი ამბებიქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს
სერბეთში დედაქალაქ ბელგრადში გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში ქართველმა პარასპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს. ტურნირზე ლია ჩაჩიბაია, ნატალია ოჩიგავა და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაო...