ქართველმა ემიგრანტმა გერმანიაში საქართველოს სახელით იასპარეზა და ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა - ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი ჭანტურიასთან

ძალოსნობა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, პოპულარული და მასობრივი სახეობაა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის ადრეულ პერიოდში ჩაისახა. ის შედიოდა ძველი საბერძნეთის ოლიმპიადების პროგრამაში. სხვადასხვა წლებში საქართველოს სახელით არაერთ სპორტსმენს უასპარეზია საქართველოს, ევროპისა, თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ძალოსნობაში ოლიმპიური მედალოსნებიც კი გვყავს. სპორტის ამ სახეობის, კიდევ ერთი, მიმართულებაა ძალისმიერი სამჭიდი. გარდა იმისა, რომ ქართველი სპორტსმენები სამშობლოში, თუ მის ფარგლებს გარეთ (თავდაუზოგავი შრომის შედეგად), უამრავ წარმატებას აღწევენ, ასევე, ევროპაში მცხოვრები სპორტსმენებიც მსოფლიოსა, თუ ევროპის ჩემპიონატებზე, საქართველოს სახელით ასპარეზობენ და თითოეულ გამარჯვებას სამშობლოს უძღვნიან.

ExclusiveTV-ს დღევანდელი რესპონდენტი, სპორტსმენი ძალისმიერ სამჭიდში, ირაკლი ჭანტურია გახლავთ, რომელიც გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მან საქართველოში საკმაოდ წარმატებული სპორტული კარიერა დატოვა და ევროპაში გადმოსახლდა. უკვე ექვსი წელია ქალაქ ემდენში იმყოფება და სპორტულ მოღვაწეობას, საქართველოს სახელით, ევროპაში აგრძელებს. 

2019 წელს გერმანიაში, კერძოდ, ბაიერნში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობდა. ორგანიზაცია  WUAP ეგიდით ორგანიზებულ ჩემპიონატში მონაწილეობას ევროპის 12 ქვეყნიდან, დაახლოებით 350 მონაწილე იღებდა, სადაც ქართველმა ძალოსანმა პირველი ადგილი დაიკავა და POWERLIFTING-ში ევროპის ჩემპიონიც გახდა. მანამდეც იყო მნიშვნელოვანი წარმატებები: უკრაინაში, WPA (WORLD POWERLIFTING ALIANCE)-ს მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიომ მორიგი ტრიუმფი იხილა და ძალოსან სპორტში საქართველოს სახელით მოასპარეზე ირაკლი ჭანტურიამ POWERLIFTING-ში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იმისთვის, რომ მომავალ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა, თითქმის ყოველ დღე ვარჯიშობს, რომ ტურნირებზე ფიზიკურად მომზადებული იყოს და კიდევ ერთხელ ასახელოს საქართველო.

უფრო ადრე კი, მის ცხოვრებაში იყო კრივი, სადაც 1997-2005 წლებში საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობდა, იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, ბრინჯაოს მედალოსანი. საერთაშორისო ტურნირებში სულ სამჯერ მიიღო მონაწილეობა და ორჯერ ოქროსი, ერთხელ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. მიუხედავად არაერთი წარმატებისა, 2005 წლიდან დღემდე, ძალოსანი სპორტითაა დაკავებული და მორიგი ტიტულებისთვის ბრძოლას სამშობლოდან შორს, გერმანიაში განაგრძობს, სადაც, ყოველ ჯერზე, საქართველოს სახელით ასპარეზობს. 


- როგორ გადაწყვიტეთ კრივიდან ძალოსან სპორტში გადანაცვლება?

- მაშინ ისეთი პერიოდი იყო, ჩავთვალე, რომ ჩემი თავი ამოვწურე კრივში. მაშინ ჩემი ძმა, ვლადიმერ ჭანტურია გამოდიოდა მძიმე წონით კატეგორიაში. მე, ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე რომ სპორტის ამ სახეობაშიც მეცადა საკუთარი თავი. სულ ეს იყო მიზეზი, რატომაც გადავინაცვლე კრივიდან ძალისმიერ სპორტში. ძალოსნობას ორი მიმდინარეობა აქვს, ერთი - ოლიმპიური სახეობა გახლავთ, ხოლო მეორე სამჭიდი, რომელიც სამი სახეობისაა. ვარ საქართველოს, მსოფლიოს და ასევე, ევროპის ჩემპიონი შტანგის ამოწევაში.

- საქართველოში საკმაოდ წარმატებული იყო თქვენი სპორტული მოღვაწეობა, თუმცა, მაინც ევროპაში წამოსვლა გადაწყვიტეთ. რატომ?

- განსხვავებული აზრის გამო, შემექმნა პრობლემები დასაქმებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახში მინიმუმ ერთი წევრი მაინც უნდა იყოს დასაქმებული, რომ ადამიანმა თავის რჩენა შეძლოს, ჩვენ ვერც ერთი ვერ ვსაქმდებოდით საქართველოში, რადგან პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. შემდეგ მოხდა ისე, რომ გერმანიაში წამოვედით და უკვე აქ დავიწყე ოჯახთან ერთად ახალი ცხოვრება.

- როგორც ვიცი, გერმანიაშიც საკმაოდ აქტიური ცხოვრება გაქვთ... ოჯახური შეკრებებისთვის, თუ გრჩებათ დრო?

- დიახ, ჩემს მეუღლესთან ერთად ქართული სამზარეულოს, კულტურისა და სპორტის პოპულარიზაციას ვეწევი. ამ ქალაქში ყველამ იცის რამდენად დიდი ისტორიის მქონე ერი ვართ, რამდენად დიდი ღირებულებები გვაქვს და სხვათა შორის, გერმანელებს ძალიან უყვართ საქართველო. ხშირად გვსტუმრობენ ადგილობრივი ჟურნალისტები, გადაცემაც მომზადდა, სადაც მეუღლესთან ერთად ქართულ კერძებს ვამზადებ. პირველად აქ, მათთვის გავაკეთეთ ხინკალი და ძალიან კარგი გამოგვივიდა. ჩემი მიზანია, ემდენი ჩემს ქალაქთან დავამეგობრო.

- ალბათ, დატვირთული გრაფიკი გაქვთ...

- ჩემთვის ეს ქალაქი მშობლიურივით მნიშვნელოვანი გახდა... დილიდან სამუშაოდ გავდივართ, ბავშვები სკოლაში დადიან, თავისუფალ დროს ოჯახურ გასეირნებებს ვაწყობთ, არაფრის არ გვეშინია, არავინ არ გვაწუხებს, ყველაფერი მშვიდად და საინტერესოდ მიდის. რაც შეეხება სპორტს, კვირაში 5 დღე ვვარჯიშობ. კლუბში ყველა პირობა მაქვს იმისთვის, რომ მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიო შემდეგ გამოსვლებში.

- ტურნირებში საქართველოს სახელით ასპარეზობთ?

- რა თქმა უნდა! მიუნხენში, კერძოდ, ბავარიაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა მივიღე და პირველი ადგილი დავიკავე. ვიასპარეზე საქართველოს სახელით და გავხდი ევროპის ჩემპიონი. ახლაც ვვარჯიშობ, დიდი მიზნები მაქვს, თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს მინდა უფრო მეტი გავაკეთო.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ გერმანიაში ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას ეწევით...

- გარდა იმისა, რომ სპორტით ვარ დაკავებული, მე და ჩემი მეუღლე ჩართულები ვართ ქართული ტრადიციებისა და სამზარეულოს წარმოჩენისთვის სხვადასხვა აქტივობებში. როგორც გითხარით, ადგილობრივი მედიაც აშუქებს ამ ყველაფერს. რამდენჯერმე ჩვენზე სიუჟეტიც მომზადდა, სადაც გავაკეთეთ ქართული კერძები და გერმანელებს გავაცანით ჩვენი საშობაო ტრადიციები, თუ როგორ ვხვდებით საქართველოში შობას. ასევე, გასულ წელს, აქცია ჩატარდა. გერმანიის ერთ-ერთი რეგიონისა და ჩვენი ქალაქის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, სადაც გერმანელი (ჯანმრთელობის პრობლემების მქონე) ბავშვებისთვის უნდა შეგვეგროვებინა თანხა, რომ დავხმარებოდით. იქაც სპორტული კუთხით მივიღე მონაწილეობა, რაც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა გერმანული არხებიდან. შტანგის ყოველ აწევაზე, თანხა შემოდიოდა ფონდში და საბოლოო ჯამში 40 000 ევრო შეგროვდა, რაც წინასაახალწლო საჩუქრებისთვის გამოიყენეს და ა.შ. მინდა, რომ მსოფლიომ იცოდეს, ქართველები რამდენად დიდი ნიჭისა და კულტურის მქონე ერი ვართ. თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყნიდან გერმანიაში ზოგიერთი არალეგალური საქმიანობისთვის ჩამოდის, ამიტომ, სულ ვცდილობ ხოლმე გერმანელებს დადებითი წარმოდგენა შევუქმნა ქართველებზე და დავუმტკიცო, რომ ბევრად მეტი დადებითი გვაქვს, ვიდრე უარყოფითი. ჩემი მხრიდან, რაც არის გასაკეთებელი, რომ ქართველები კარგი სახელით სარგებლობდნენ, ყველაფერს ვაკეთებ და მომავალშიც ვაპირებ ასე გაგრძელებას.

- თუ აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას? როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- საქართველო ძალიან მენატრება, მე-6 წელია ჩემს მიწაზე ფეხი არ დამიდგამს. მინდა საქართველოში სიტუაცია შეიცვალოს და საშოვარზე ევროპაში არ გამორბოდნენ ჩვენი ქვეყნის შვილები. სპორტულ გეგმებს რაც შეეხება, ვემზადები ევროპის ჩემპიონატისთვის, სადაც, როგორც გითხარით საქართველოს სახელით ვიასპარეზებ.  მართალი გითხრათ, გერმანიის დატოვებას არ ვფიქრობ, ჩემი შვილები სკოლაში აქ დადიან და უკვე ინტეგრირებულებიც არიან აქ. ჩვენთვის პრიორიტეტულია ფეხზე, ისე დავდგე, რომ საქართველოს გამოვადგე და დავეხმარო განვითარებაში. მინდა, რომ ჩემი მშობლიური ქალაქი და ემდენი დავამეგობრო, რადგან ამათ აქვთ გაცვლითი პროგრამები, დახმარებები და ა.შ. იქნებ, მეც მცირეოდენი წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის წინსვლაში.

 

მზეკო ჟვანია - იტალია/რომი

 

რუბრიკის, "წეროები მიფრინავენ" სპონსორია კვება მამუკასთან ერთად

სწორი კვება - გზა ჯანმრთელობისკენ!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715774163

ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლის“ ინტერესის სფეროშია

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროშია.  როგორც Marca იტყობინება, ინგლისურ კლუბში ნიკ პოუპის, მარტინ დუბრავკას და ლორის კარიუსის თამაში...

იტალია

1715770384

საზოგადოება

რას ამბობს მერაბ დვალიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ავარიაში მოყვა

ქართველი „რკინის კაცი“, იგივე მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და თავის გამომწერებს ცხოვრებისეულ სიახლეებსა და სახალისო მომენტებს ხშირად უზიარებს. ამჯერად სპორტსმენის მორიგი ვიდეო ვრც...

ააა

1715768526

სპორტი

„UFC ესპანეთის თარიღი უკვე ვიცი“ - ილია თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე დაწერა, რომ უკვე იცის, როდის ჩატარდება ორგანიზაციის ღონისძიება ესპანეთში. როგორც ჩანს, 27 წლის დაუმარცხებ...

მებრძოლი ილია თოფურია

1715760798

ახალი ამბები

დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში - საქსტატი

2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, დ...

ხელფასი

1715758448

საზოგადოება

„სასიამოვნოა, რომ მისი კუმირი ვიყავი“ - ხოსე მარია გუტი კვარაცხელიაზე

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხოსე მარია გუტიმ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, გუტი კვარას ბავშვობის კუმირია და ესპანელმაც სწორედ ამის შესახებ ისაუბ...

ხოსე მარია გუტი