"ღამით სახლში შემომივარდა კაცი - მყავს სამი არასრულწლოვანი, დავრეკე 112-ში. პოლიციამ ოქმი არ გვაქვსო. დაწერეს ფურცელზე, თითქოს ვამბობდი "ფანჯრიდან გავიხედე და მომეჩვენა რომ ვიღაც ჩემთან შემოსვლას ცდილობდა." - არაფრის იმედი მათგან მე არ მაქვს"

ფეისბუკმომხმარებელი თინათინ გოგუაძე სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს ღამით 1:25 საათზე დაახლოებით, დიდ დიღომში, სახლში შემომივარდა კაცი.

იქნებოდა დაახლოებით 30-40 წლის.

კარების ბრახუნის (შემომტვრევის) ხმამ გაგვაღვიძე მე და ჩემი უფროსი შვილი, რომელიც არის 12 წლის.

Luka Nikolaishvili კარებთან ახლოს დივანზე ჩამძინებია იმ ღამით.

ხმაურზე თვალი, რომ გავახილე, კარებთან, სახლში შემოსული კაცი დავინახე.

მაშინვე წამოვვარდი, და ვუყვირე "აქ რას აკეთებ, გაეთრიე სასწარფოდ სახლიდანთქო". უკან დაიხია ორი ნაბიჯით და გაიქცა.

მყავს სამი არასრულწლოვანი, შვილი.

პირველი მათ უსაფრთხოებაზე ვიფიქრე.

მე ვერ გავეკიდე ამ კაცს, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი სახლში.

უცებ რაც მოვიფიქრე, ტელეფონი ავიღე და მეზობლებს მივწერე. მათ 112 გამოიძახეს.
მოვიდა პოლიცია. სამი ადამიანი.

დეტალურად მოვუყევი, ყველაფერი მახსოვდა, ზედმიწევნით თანმიმდევრულად.

ოქმი არ გვაქვსო.

ფურცელზე დაწერეს ჩემი მონაყოლი და ხელის მოწერა მთხოვეს.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, წაკითხვის გარეშე ხელს არაფერს ვაწერ.

წავიკითხე ოქმი და ეწერა შიგნით, რომ თითქოს "ფანჯრიდან გავიხედე და მომეჩვენა რომ ვიღაც ჩემთან შემოსვლას ცდილობდა."

ამაზე პროტესტი გამოვხატე, ამას ხელს არ მოვაწერ, ასე არ ყოფილათქო, მეზობლებიც იქ იყვნენ, გავღიზიანდი.

შეცვალა გოგონამ, ვინც ამ ოქმს ფურცელზე წერდა, და დაწერა მართლა რაც მოხდა.

დამემშვიდობნენ, რომ კამერებს ამოიღებდნენ.

თუმცა, არაფრის იმედი მათგან მე არ მაქვს.

ძლიერი ვარ, რთული სიტუაციებში არ ვიბნევი.

გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ ხოლმე.

რომ დამთავრდება ყველაფერი, მერე მეწყება ემოციურად შფოთი და ფრაგმენტები.

მას შემდეგ ვფიქრობ, მარტო სამ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად, როგორ შეიძლება მოვიქცე ასეთ დროს", - წერს გოგუაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "კარგად დაფიქრდით, სანამ გადაწყვეტთ მექსიკით შეაღწიოთ აშშ-ში" - ამერიკაში მოღვაწე სასულიერო პირის მიმართვა საზოგადოებას

* ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ცვლილებებს აანონსებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715185347

ახალი ამბები

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელ...

დაკავებადაკავება

1715180797

ახალი ამბები

🎥 „ვთქვათ, მართლა პარალიზებული გაქვს ქალაქი, უკვე შენ სამოქმედო არ გაქვს, ჩამოიშლებიან...“ - რას ამბობს გიორგი ონიანი ჩანაწერებში

საინფორმაციო სააგენოტ For.ge ექსკლუზიურად მოპოვებულ მორიგ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის, ნიკა გვარამიას პარტია „ახალის“ წევრი გიორგი ონიანი ოპოზიციონე...

გიორგი ონიანი

1715179080

ახალი ამბები

„3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ“ - ზურა გირჩი ჯაფარიძე

პლატფორმა For.ge-ზე მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება. „3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეში არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ...“, - ჩან...

 ზურა გირჩი ჯაფარიძე

1715178606

ახალი ამბები

ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში პოლიცია შეკრება-მანიფესტის დროს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს იყენებს

შსს-ს ვიდეოკადრების კოლაჟს ავრცელებს, სადაც ასახულია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც, როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე, აშშ-ში პოლიციის მიერ ხდე...

მსოფლიომსოფლიო

1715175571

ახალი ამბები

ნუცა ბუზალაძე შესაძლოა „ბროდვეის“ სცენაზე ვიხილოთ – მომღერალმა კასტინგის პირველი ტური წარმატებით გადალახა

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ქართული შოუბიზნესის გამორჩეული სახეა, იგი ხალხმა კონკურსის „ახალი ტალღა 2014“ გამარჯვებულის ტიტულით გაიცნო და მას შემდეგ მისი წარმატება გრძელდება.  2024 წლის ევროვიზიის სიმღერი...

ნუცა ბუზალაძე