„იმედის“ ჟურნალისტი, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაში გადაიყვანეს

„იმედის“ ჟურნალისტი ლინა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ის იმ დროს დაშავდა, როდესაც აქციის მონაწილეების მიერ რკინის ჯებირის გარღვევის გაშუქებას ცდილობდა.

„იმედის“ ჟურნალისტის მიმართ აქციის მონაწილეები აგრესიას იჩენდნენ. ჟურნალისტი უსაფრთხო ადგილზე სამართალდამცველებმა გადაიყვანეს, თუმცა აუცილებელი გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება და იგი ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი“, – აღნიშნულია „იმედინიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„იმედინიუსმა“ თავად ჟურნალისტის კომენტარიც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შემოვედი მუცლისა და გულმკერდის, ნეკნებისა და მუცლის ღრუს არეში საკმაოდ ძლიერი ტკივილით, ისეთით, რომ ვერ ვსუნთქავდი და ვერ ვმეტყველებდი. ეს დამემართა იმის ფონზე, რომ უკან მედგა 3 ბიჭი, რომლებიც ჩემს ოპერატორს ეუბნებოდნენ, რომ იყო მონა და რუსის მორჩილი, რა დროსაც ჩვენ კამერა შევატრიალეთ და მათ გვითხრეს, რომ მათი სახეები არ გამოვაჩინოთ. შემდეგ უკვე თითქოს ალყაში ვიყავი. რომ გავიხედე, მარტო ჩემი მიკროფონი ჩანდა და მედია არ იყო გარშემო. მაწვებოდნენ ყველა მხრიდან, მათ შორის ჩემზე ორჯერ და სამჯერ მაღალი ადამიანები, კაცები. ყელში მაწვებოდნენ. ხელითაც, მკლავითაც და მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ვერ მივსულიყავი პოლიტიკოსებამდე. მე ვხედავდი პოლიტიკოსებს, რომლებიც არ მიმართავდნენ აქციის მონაწილეებს, რომ რამენაირად დაემშვიდებინათ ისინი. შემდეგ მახსოვს, რომ პოლიციამ გადამიყვანა მათ მხარეს და დამსვეს სკამზე, მომაწოდეს წყალი და მას შემდეგ, რაც გამოვედი, ისევ იყო შეძახილები და საკმაოდ ცუდად მოგვიხსენიებდნენ მე და ჩემს ოპერატორს“, - ამბობს ჟურნალისტი. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715708582

ახალი ამბები

პრემიერი: „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე: თუ იქნება რაიმე შენიშვნები, მზად ვართ დისკუსიისთვის და ეს მზაობა ბატონ ო'ბრაიენსაც დავუდასტურე

 „კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, ვიზრუნოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად დავუდასტურეო'ბრაიენსაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრ...

ირაკლი კობახიძე

1715706942

ახალი ამბები

აქციაზე 13 ადამიანი დააკავეს - შსს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საპროტესტო აქციაზე პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 1...

შსსს

1715697809

ახალი ამბები

„ან ექნებათ რევოლუცია, ან გახდებიან ბელორუსი 2“ - ალექსეი გონჩარენკო საქართველოზე

„ჩემი პროგნოზი საქართველოსთვის - ან ექნებათ რევოლუცია, ან ისინი გახდებიან ბელარუსი 2“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში უკრაინული რადას ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პარლამენტის...

ალექსეი გონჩარენკო

1715695699

ახალი ამბები

სავარაუდოდ დავით ქაცარავა დააკავეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა თბილისში, მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ავრცელებს.  „დააკავეს დავით ქაცარა...

საზოგადოება

1715695070

სოციალური მედია

სავარაუდოდ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. „დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს“, - წერს ის. შეგახს...

ზოგადი