„მახსოვს ძაღლი, რომელიც გემზე მყოფ პატრონს ზღვაში ცურვით მიჰყვება და მეომარი, რომელიც დამწვარი მთავრობის სახლის წინ ავტომატით ხელში ცეკვავს“ - ემიგრანტის პროზა

1993 წლიდან მხოლოდ ორი კადრი მახსოვს: ძაღლი, რომელიც გემზე მყოფ პატრონს ზღვაში ცურვით მიჰყვება და მეომარი, რომელიც დამწვარი მთავრობის სახლის წინ ავტომატით ხელში ცეკვავს. აფხაზეთი ჩემთვის ამ ორი კადრით იწყება და მთავრდება.

30 წელი დიდი დროა. მთელი ერთი თაობა, რომელსაც აფხაზეთი არ უნახავს და მხოლოდ გადმოცემით, მშობლების მონაყოლით იცის ახალი ათონი, ბიჭვინთა თუ რიწის ულამაზესი ტბა..

ჩემი თაობის დიდი ნაწილისათვის აფხაზეთი ტკივილია. ობლობის ტკივილი. მიზეზი, რის გამოც დედების, მამებისა თუ ბებია-ბაბუების გარეშე დარჩნენ. უსუსურობის განცდაცაა აფხაზეთი. განცდა, რომელიც დღეს უკვე სრულწლოვან, ზრდასრულ ობლებს თვალებს სულ რამდენიმე წუთით ახუჭვინებს და წარმოადგენინებს, როგორი სრულფასოვანი შეიძლება ყოფილიყო ცხოვრება დედის გვერდზე, კარზე ზარისა თუ ტელეფონის რეკვის გაუთავებელი მოლოდინის გარეშე.

და მაინც: რა არის აფხაზეთი ჩვენთვის, თაობისათვის, რომელსაც მშობლებმა მისი დაბრუნების მორალური ვალდებულება დააკისრეს?. სხვა არაფერი, თუ არა ადგილი, სადაც უნდა დავბრუნდეთ. ტერიტორია, რომელიც ძალადობრივი გზით წაგვართვეს. ჰო, აფხაზეთი, სამაჩაბლოსთან ერთად, ჩვენთვის ტერიტორიაა. მიწის ნაგლეჯი, რომელიც დროსთან ერთად, ჩვენს ემოციურ მეხსიერებაში უფრო და უფრო ფერმკრთალდება და აბსტრაქტულობაში გადადის აფხაზეთი მითია. მითი, რომლის რამდენიმე ფოტოს გამოჩენისასაც ინტერნეტს ვაწყდებით და ჩვენი ქვეყნის აბსტრაქტული კუთხის აბსტრაქტულ ქუჩებს ვათვალიერებთ, ქუჩებს, რომლებზეც გვიყვებოდნენ, სანაპიროს, რომელსაც მისტირიან, სახლებს, რომელსაც 30 წლის წინანდელი კვალი ატყვია.. ვუყურებთ კადრებს უცნობი ქალაქებიდან და სოფლებიდან და გულის სიღრმეში გვიხარია. გვიხარია, რომ იქ ცუდად ცხოვრობენ. რომ ისევ საბჭოთა მანქანებით დადიან, რომ ინფრასტრუქტურა არ არსებობს, რომ უკიდურესი გაჭირვება აქვთ. გვიხარია, იმიტომ რომ ეს სამართლიანი სასჯელი გვგონია მათთვის. ჩვენივე ტოლი ადამიანებისათვის, რომლებისთვისაც საქართველო ისეთივე აბსტრაქციაა, როგორც ჩვენთვის აფხაზეთი. სოხუმს დავიბრუნებთ ცხინვალსა და აფხაზეთს, გავხდებით განმათავისუფლებლები და მერე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით.

30 წელი გავიდა. ვამბობთ, რომ დავბრუნდებით, რომ ისინი ჩვენი ძმები არიან, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ვიტყუებით. ვატყუებთ ერთმანეთსაც და საკუთარ თავებსაც გვიფიქრია, რა არის ჩვენთვის აფხაზეთი? - იქნებ, მხოლოდ საგზაო ნიშნები დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ გზაზე, ამინდის პროგნოზი საინფორმაციო გამოშვებების ბოლოს, ან კიდევ, კედლებზე ოკრობოკროდ დატოვებული გრაფიტი თუ ბანერები მაგისტრალზე წარწერით, „გვახსოვდეს აფხაზეთი?“

ხათუნა ქარაია, აფხაზეთიდან დევნილი, ემიგრანტი რეჯო-კალაბრიაში

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715691426

ახალი ამბები

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში“ - ხატია დეკანოიძე

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამით, დეკანოიძე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ „უ...

პოლიტიკა

1715691360

ახალი ამბები

პარლამენტში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

„14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული...

პარლამენტი

1715688174

ახალი ამბები

პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა. კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წი...

პოლიტიკოსები

1715684887

ახალი ამბები

„ეს სუფთად „ნაცური“ საქციელია!“ - ნინო წილოსანი მარიამ ლაშხზე განხორციელებულ ფიზიკურ დაპირისპირებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის მისამართით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებ...

ნინო წილოსანი - პოლიტიკოსი

1715684764

ახალი ამბები

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას“ - დავით მათიკაშვილი

„ეს პროცესი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მათი მეგობარი „ენჯეოების“, საზღვარგარეთიდან მათი დამხმარე და ლობისტი პირების მიერ ფაქტების ნიველირების, უგულებელყოფის, ცრუ და დეზინფორმაციული აღქმებით საზოგ...

პოლიტიკოსები