(გაგრძელება) ქართველი მომვლელის საიდუმლო მინიშნება: „მე მარია ვარ, აქედან გაიქეცი!“

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge იწყებს ახალ პროექტს - „ემიგრანტის პროზა“. ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ემიგრანტი ქალბატონის, სალომე გოგოლაძის საავტორო რუბრიკას „მძიმე ჩემოდანი“, სადაც მისი მოთხრობები დაიბეჭდება.

 დასაწყისი იხილოთ ამ ბმულზე დასაწყისი - გაგრძელება

- ზაფხული დადგა. სანაპიროზე სიარულს არაფერი სჯობდა. ბებია ანჯელას სულ აერია დღისა და ღამის გრაფიკი. ჯერ კიდეც სისხამზე მზად იყო გარეთ გავარდნილიყო და ფეხით დაევლო ახლომახლო ქუჩები. ვჩქარობდი მომესწრო ყველაფერი : კოლაციონი,მისი ჩაცმა- დახურვა, სახლის მილაგება, ის კი სულ  ცქმუტავდა,  ერთი სული ჰქონდა კედლებიდან გაეღწია. რაღაცნაირად მესმოდა მისი, მაგრამ ვერ ვგებულობდი იმ ფაქტს, თუ ავად იყო და არ ესმოდა რას აკეთებდა, როგორ ხდებოდა ოჯახის წევრებთან აბრეშუმის ჭიასავით უცოდველი და კეთილი.. რთული კი არა ურთულესი იყო ასეთ პირობებში ცხოვრება, მაგრამ ამ ყველაფრის გაძლების ერთადერთი მიზეზი იყო, ყველა ემიგრანტის და მათ შორის ჩემი,  ნანატრი საბუთი ,,პერმესო დისო ჯოირნო,, რომელიც ბევრი მიზეზისადა  გამო გამხდარიყო ასე  სანუკვარი, პირველი მიზეზი კი,  რა თქმა უნდა, იყო ერთადერთი მაკავშირებელი ჯაჭვი  საქართველოსა და იტალიას შორის,  მეორე -  ეს პატარა საბუთი გვაძლევდა უფლებას ვყოფილიყავით დაცულები, კანონის მხრიდან და თამამად მოგვეთხოვა გაქსუებული იტალიელებისათვის კუთვნილი ხელფასი. 

პერმესოსთან დაკავშირებით ერთი იუმორისტული ამბავი მინდა გავიხსენო, რომელიც  კახეთიდან   ახლად ჩამოსულ ერთ შუახნის  ქალბატონს გადახდა თავს.. რა თქმა უნდა,  იტალიური არც თუ ისე ეხერხებოდა. მოკლედ, ეს ჩვენი სანატრელი ,,პერმესო,, ყველგან განხილვის საგანი იყო.   ახლადჩამოსულს სამსახური  ძლივს დაუწყია და ოჯახი  ძალზედ მცირე ანაზღაურებაზე ამუშავებდა.  დღე და ღამ ,,პერმესოს,, ოცნებაში ათენ აღამებდა  და წინ დიდი გეგმები ჰქონდა დასახული. ჰო და ერთ დღეს მოდის ამ  მოხუცის ვაჟი დედის სანახავად, უღებს კარს ქართველი ბადანტე  და სტუმარი შემოსვლისთანავე  ჩვეულებისამებრ  ეკითხება!  

- პერმესო? - ქალს ელეთმელეთმა დაუარა,  და არ იცის რა უპასუხოს.

რადგანაც ჰგონია, რომ მისი  უსაბუთობის  ამბავი აინტერესებთ, თუ როდის მიიღებს აღნიშნულ საბუთს. 

- მეორე დღეს ბებიას სიძე ესტუმრა და კარებში შემოსულმა იგივე სიტყვებით მიმართა 

- პერმესო? - ქალს ენა დაება და ვერაფერი უთხრა. დაბნეულმა რაღაც გაურკვეველი სიტყვები წაილუღლუღა მხოლოდ.

- მესამედ ბებიის ნათესავი ესტუმრა მილანიდან  და იმანაც რომ  პერმესოო? -  გაუმეორა აქ უკვე ვეღარ მოითმინდა ქართველმა ქალმა და გაბრაზებულმა მიახალა:

-  არ მაქვს ბატონო,  ეს პერმესო ყველა,  რომ მეკითხებით კარებშივე, თორემ,  აქ კი არ ვიმუშავებდიო!- 

რა თქმა უნდა ბოლო სიტყვები იტალიელებმა ვერ გაიგეს და ვერც  ამ ქალბატონის გაბრაზების მიზეზს მიხვდნენ. 

ეს ამბავი, იმას მოვაყოლე, რომ ანჯელა მარია-ბრუკოლისა და ჩემი ურთიერთობის ერთადერთი მიზეზიც სწორედ ,,პერმესო,, იყო, რომელსაც  დღე დღეზე ველოდებოდი.  იმ დილით  კარების ჩხაკუნმა და მერე გაჯახუნებამ გამომაღვიძა.. მივხვდი ანჯელა გამეპარა და ლოგინიდან ელვის სისწრაფით წამოვხტი. პირველ სართულზე  ძლივს დავეწიე. არაფრის დიდებით არ მომყვებოდა სახლში.მთელი ხმით კიოდა და შველას ითხოვდა.უცებ კედელზე გაკრულ ნეკროლოგს  მოჰკრა თვალი, საიდანაც  გარდაცვლილი  კარის მეზობელი  ვინმე ჯიოვანი ბატისტა უცქერდა გაკრეჭილი სახით. თურმე ნუ იტყვი და, ამ კაცზე ნამეტნავად ყოფილა შეყვარებული ეს ჩვენი ანჯელა  , და ბევრი სასიამოვნო მოგონებაც აკავშირებდა. ჯერ უცნაური სახე მიიღო, მერე კიდეც კარგად დააკვირდა ფოტოს და  უმალვე თავში ხელები წაიშინა და მიო ჯიოვანის ყვირილით  ციმციმ აირბინა კიბეები. მის სახლის კარებთან მივიდა და ბრახუნი ატეხა.. 

ვცდილობდი დამეწყნარებინა მაგრამ.არაფერი გამომივიდა. იძულებული გავხდი შვილებთან დამერეკა. მათგან კი მკაცრი საყვედური მივიღე ჩემი უყურადღებობის გამო რომ ბებია გარეთ გამეპარა. მეორე დღეს საბოლოოდ გადავწყვიტე ის უცნაური ოჯახი დამეტოვებინა. გადაწყვეტილება იყო მყარი და საბოლოო ,  როდესაც ანტონელას ვუთხარი რომ უნდა წავსულიყავი ძალიან გაბრაზდა.. მოღალატეც კი მიწოდა, ისიც კი გავიფიქრე,  რომ შეიძლებოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოეყენებინა და ჩემი საბუთი გაეფუჭებინა.

რისკი გავწიე ჩემი ბარგი ჩავალაგე, და ერთ ქართველ დამსაქმებელთან გადავედი დროებით.სანამ სამსახურს ვიშოვიდი.. ეს ყველაზე რთული პროცესია ემიგრანტისთვის.. მაგრამ აქ სხვანაირად ვერ იცხოვრებ.. წამოვედი, ცოტა არ იყოს არ მოელოდნენ, ანჯელამ ცივად ძალიან მშვიდად შემომხედა და მითხრა: მიდიხარ მარია?

- უნდა წავიდე, ასე აჯობებს, შენ კი ყველაფერს კარგს გისურვებ! 

საძინებლიდან ჩანთები გამოვიტანე, ისევ იმ წარწერას შევხედე, რომელიც ჩემს წინა ბადანტეს დაეტოვებინა.

და ქვემოთ მივაწერე

-  მე წავედი!... 

აგრეთვე დაგაინტეერსებთ:

📌 თავი პირველი - ქართველი მომვლელის საიდუმლო მინიშნება: „მე მარია ვარ, აქედან გაიქეცი!“

📌 თავი მეორე - ქართველი მომვლელის საიდუმლო მინიშნება: „მე მარია ვარ, აქედან გაიქეცი!“

 

მოგვწერეთ თქვენი საემიგრაციო ისტორიები!

პატივისცემით, Exclusivetv.ge-ს გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი იტალიაში ხათუნა შარაძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715630859

ჰოროსკოპი

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოიქეცით ისე, როგორც ყოველთვის იქცეოდით და დღე მშვიდად ჩაივლის. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგ...

22 ნოემბერი

1715623702

ახალი ამბები

,,სამოქალაქო ომი, მაიდანი და ა.შ. საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება” - პრემიერი

 რაც შეეხება თბილისის სამოქალაქო ომს, მაიდანს და ა.შ. და ამის გახსენებას, რა თქმა უნდა, საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება, ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც არის, ყველ...

ირაკლი კობახიძე

1715620039

საინტერესო ამბები

„წაუკითხავი კანონის გაპროტესტება უდიდესი უპასუხისმგებლობაა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე“ - ირაკლი კობახიძე

ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიჰყვება, მინდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოებ...

ირაკლი კობახიძე

1715619900

სოციალური მედია

ილია თოფურიას მეუღლე დედასთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ილია თოფურია და ჯორჯინა პირველ საერთო შვილს ელოდებიან. ამჯერად ჯორჯინა დედასთან ერთად გადაღე...

 ჯორჯინა უზკატეგუია

1715619750

საზოგადოება

13 მაისი უდიდესი ქართველი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღეა

ჩვენი დროის უდიდესი მწერალი, რომელსაც მეგობრების თქმით, თავის გამოჩენა არ უყვარდა, თუმცა გამორჩეულ ნაწარმოებებს ქმნიდა ვანის რაიონის სოფელ უხუთში 1936 წლის 13 მაისს დაიბადა. მწერალმა საშუალო განათლება...

ჯემალ ქარჩხაძ