იტალიაში მყოფი ემიგრანტების საყურადღებოდ! ყველაფერი ბონუსების შესახებ!

იტალიაში, მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ზაქარია მამაგულაშვილი, სოციალურ ქსელში იმ სოციალური დახმარებების შესახებ, რომელსაც იტალია ყოველწლიურად მოსახლეობაზე გასცემს, ინფორმაციას აქვეყნებს.

საემიგრაციო მედიაპლატფრომა Exclusivetv.ge-ს მკითხველს მამაგუალიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

- იტალიაში მყოფი ემიგრანტების საყურადღებოდ!

ქვემოთ მოცემულია 2024 წელს იტალიაში გასაცემი ბონუსების (სოციალური დახმარება) სახელმძღვანელო, მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით!

აღნიშნული ბონუსები ეხება თითქმის ყველა კატეგორიას: პენსიონერებს, დასაქმებულებს, უმუშევრებს, სტუდენტებს, ოჯახებს არასრულწლოვანი წევრებით და ა.შ.
ბონუსებია ბინის ქირაზე, კომუნალურებზე, საბავშვო ბაღის გადასახადზე, სწავლის დაფინანსებაზე, მოკლედ უამრავ რაღაცაზე.

ამ სახელმძღვანელოში მოცემულია ყველაფერი, თუ ვის ეხება და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველი და აუცილებელი არის ე.წ. ISEE (ინფორმაცია ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ) უნდა იყოს დაბალი, ყველა ბონუსისთვის სხვადასხვა მოთხოვნაა.

ვინც იტალიურ ენას ნორმალურად ფლობთ, გაქვთ ე.წ. SPID-ი (ციფრული პირადობა) და კომპიუტერთანაც მწყრალად არ ხართ, თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი მოთხოვნა. დანარჩენ შემთხვევაში მიმართეთ სანდო CAF-ს. სანდოს იმიტომ ვწერ, რომ ზოგიერთი მაგრად „მაიმუნობს“, ელემენტარულ მომსახურებაში იმხელა გადასახადს ითხოვს, რომ საერთოდ აღარ ღირს არანაირი ბონუსის მოთხოვნა, წინასწარ შეგიძლიათ იკითხოთ თუ რა ღირს გარკვეული სახის მომსახურება, მიღებული პრაქტიკაა და მოსარიდებელი არაფერია.

სამწუხარიდ ხშირია შემთხვევები რომ ერთმანეთს უმალავენ ინფორმაციას, ვინც უკვე გააკეთეთ რაიმე სახის ბონუსზე განაცხადი, შეგიძლიათ თქვენს ახლობელს თუ უბრალოდ ნაცნობსაც გაანდოთ ამის შესახებ, მანაც ისარგებლოს, თქვენ არაფერი დაგიშავდებათ და არც გვარიშვილობა შეგელახებათ  

და ბოლოს, ვინც ერკვევით მსგავს საკითხებში, სურვილი გაქვთ და შეგიძლიათ კონკრეტულ ბონუსზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოთ დაინტერესებულ პირებს, შემიძლია აღნიშნული სახელმძღვანელო პირადში გამოგიგზავნოთ, საკმაოდ მოცულობითია, 60 გვერდია, PDF ფორმატი.

📍რაც გეკუთვნით მიიღეთ, ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან!
📍რაც მეტი გაიგებს, მით უკეთესი!

P.S. ყველა რეგიონს აქვს ასე ვთქვათ საკუთარი, დამატებითი სხვადასხვა ბონუსი. გაითვალისწინეთ, შეიძლება რეგიონების მიხედვით ერთნაირი არ იყოს.

ყურადღბა მიაქციეთ სტატიის ბოლოს წითელ წარწერს Guida Ai Bonus 2024. წითელ წარწერაზე თითის დაჭერეს შემთხვევაში ცამოიტვირთება სრული ფაილი სადაც დეტალურად არის მოცემული რა ტიპის ბონუსებია.

GUIDA AI BONUS 2024 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715695699

ახალი ამბები

სავარაუდოდ დავით ქაცარავა დააკავეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა თბილისში, მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ავრცელებს.  „დააკავეს დავით ქაცარა...

საზოგადოება

1715695070

სოციალური მედია

სავარაუდოდ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. „დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს“, - წერს ის. შეგახს...

ზოგადი

1715691426

ახალი ამბები

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში“ - ხატია დეკანოიძე

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამით, დეკანოიძე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ „უ...

პოლიტიკა

1715691360

ახალი ამბები

პარლამენტში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

„14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული...

პარლამენტი

1715688174

ახალი ამბები

პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა. კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წი...

პოლიტიკოსები