"ლამის გული გამიჩერდა ბედნიერებისა და სიხარულისგან, ჩემი თაობის ბიჭები გამახსენდა..."

"ერთ-ერთ რესტორანში ვარ ქალაქგარეთ, ვერანდაზე გამოვედი თავის გასანიავებლად. 14-15 წლის ბიჭები არიან, ღვინოს წრუპავენ, არც ერთი არ ეწევა. ერთი კითხულობს რომელ საათზე დავიშალოთო და მეორე პასუხობს, ალბათ, 12-ზე, დილას ყველა სამსახურში ვართ წასასვლელიო. ერთ-ერთი ამბობს მე ჯერ ჩემი და უნდა გავაღვიძო, ვაჭამო, ვაბანავო, მერე გავიყვანო ბებიასთან და დავტოვო, დედა ჩემზე ადრე გადის სამსახურში და მეცოდებაო. ყველაზე მაღალი და გრძელთმიანი ბიჭი ტელეფონში აჩვენებს დანარჩენებს სურათებს დედაჩემს მინდა ვუყიდო ფრანკო ფონტანას ბეჭედი და რომელი ჯობიაო. ერთი ეუბნება, რა ვიცი, მე ბეჭდებში ვერ ვერკვევი და ჩემს დას თურქეთის სამდღიანი საგზური ვაჩუქე, მეტი ვერ გავქაჩეო.

-14-15 წლის ბიჭები

- გრძელთმიანები 

- მუშაობენ

- 9-ზე სამსახურში უნდა იყვნენ

- პატარა დას უვლიან

- დებს და დედებს საჩუქრებს ჩუქნიან და ერთმანეთს სიყვარულში და კაცობაში ეჯიბრებიან. 

ლამის გული გამიჩერდა ბედნიერებისა და სიხარულისგან. ჩემი თაობის ბიჭები გამახსენდა რითი ბლატაობდნენ, ვის ვინ ყავდა ნაცემი და დაჭრილი, ვის მამას მეტი ფული ქონდა, ვინ ვის აჩმორებდა, ვინ ვის სად არეკინებდა და ვის ვისთან მიესვლებოდა. 

მიყვარს ეს სწორი ბავშვები. 14 წლის ბიჭმა დას თურქეთის სამდღიანი საგზური აჩუქა და მეტი ვერ გავქაჩეო წუწუნებდა. ღმერთო, როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა.  

ასე რომ ჩემო ძვირფასო თაობავ, დროზე დაასუფთავეთ თქვენი ნაგავი, ეს ოქროს ბავშვები ჩვენს ნაგავში ცხოვრებას არ იმსახურებენ❤️" - წერს ნინო გერმესაშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი: ნინო გერმესაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715695699

ახალი ამბები

სავარაუდოდ დავით ქაცარავა დააკავეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა თბილისში, მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ავრცელებს.  „დააკავეს დავით ქაცარა...

საზოგადოება

1715695070

სოციალური მედია

სავარაუდოდ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. „დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს“, - წერს ის. შეგახს...

ზოგადი

1715691426

ახალი ამბები

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში“ - ხატია დეკანოიძე

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამით, დეკანოიძე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ „უ...

პოლიტიკა

1715691360

ახალი ამბები

პარლამენტში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

„14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული...

პარლამენტი

1715688174

ახალი ამბები

პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა. კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წი...

პოლიტიკოსები