რატომ არ უნდა მიდიოდნენ ახალგაზრდები სამუშაოდ ემიგრაციაში - ინტერვიუ ბიზნეს-კონსულტანტთან

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით  უმუშევართა პროცენტული მაჩვენებელი დაბალია. 2022 წლის მესამე  კვარტალში უმუშევრობის დონე 15.6 პროცენტამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა,  დასაქმება ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება. 

არსებობს გარკვეული პრობლემები, როგორც დამსაქმებლებს, ისე სამუშაოს მაძიებლებს შორის.  ხშირად დამსაქმებლის მოთხოვნები  და ანაზღაურება  შრომის მიხედვით, არსებული სოციალურ-ეკონომიკური  მდგომარეობის ფონზე, შეუსაბამოა. ამავე დროს  არის პროფესიონალი კადრების პრობლემაც. ასევე ფაქტად რჩება, რომ იზრდება ქართველი ემიგრანტების რიცხვიც. ის ემიგრანტები კი, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ,  ხშირად თავს იკავებენ და ფიქრობენ, რომ დასაქმება გაუჭირდებათ, შემოსავლის გარეშე დარჩებიან ან  შემოსავალი,  არ  იქნება საკმარისი.

რა პრობლემებია დასაქმების კუთხით,  რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს და  რა უნდა გავითვალისწინოთ, ამის  შესახებ გვესაუბრება დასაქმების კომპანიის დირექტორი დავით კენჭაძე.

- რა პრობლემებია საქართველოში დამსაქმებელსა და  სამუშაოს მაძიებელ პირს შორის?

- მთავარი პრობლემა მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვაა.  ხშირად კანდიდატი არ ამბობს, რისი გაკეთება შეუძლია, უფრო კონკრეტულად, რა შედეგს მოუტანს მეორე მხარეს და მეორეს მხრივ, კომპანიები არ საუბრობენ, შედეგზე, რომელიც  სურთ მიიღონ თანხის გადახდის სანაცვლოდ.  პრობლემა არის  არასწორი კომუნიკაცია. 

რაც უფრო მაღალი დონის  პროფესიონალია ადამიანი, მისი ანაზღაურება იზრდება და პროფესიონალიზმი კი იზომება იმით, თუ რა შედეგების მოტანა შეუძლია ადამიანს დამსაქმებლისთვის, აუმჯობესებს თუ არა თავის შედეგს ყოველ ჯერზე.  მთავარია  ამ ორმა მხარემ მოუსმინონ ერთმანეთს. ხშირ შემთხვევაში ვაკანსიის მაძიებელ პირებს აქვთ სხვა პროფესიები და  კომპანიებს აქვთ სხვა ვაკანსიები, ამიტომ ვერ ხერხდება მათი თანაკვეთა ერთმანეთთან.

- რა განაპირობებს შრომისუნარიანი ნაკადის მასობრივ გადინებას საქართველოდან?

- ემიგრაციას ძირითადად  განაპირობებს  ყველაზე მთავარი - უიმედობა. ადამიანები ვერ ხედავენ ცვლილებებს შრომით ბაზარზე, მით უმეტეს, როდესაც ცხოვრების გარკვეული ეტაპი გავლილი აქვთ,  ვერ  ხედავენ პერსპექტივას  და  მიდიან უცხოეთში.  მათ იციან, რომ  იმავე საქმის  შესრულებაში უცხოეთში უფრო მეტ ანაზღაურებას მიიღებენ. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა, მაგრამ არა მარტო ჩვენი, მთელ მსოფლიოში ასე ხდება.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს,  საქართველო გავხადოთ მდიდარი ქვეყანა, რისთვისაც  გვჭირდება სტაბილური ეკონომიკური ზრდა, რაც დამოკიდებულია  ქვეყანაში  წარმოებული პროდუქციის რეალიზებასა და მომსახურების სფეროს განვითარებაზე.

- შესაძლებელია თუ არა, შეიქმნას  დისტანციური სამუშაო ადგილები  უცხოეთში მცხოვრები წარმატებული  ქართველებისათვის?

- დისტანციური სამუშაო ადგილების შექმნა შესაძლებელია, მაგრამ რამდენად ბევრის ეს არ ვიცი. ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ  პროექტზე, რომელიც  საშუალებას მოგვცემს,  უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს შევთავაზოთ  დისტანციური სამუშაო. ეს  უშუალოდ კავშირში უნდა იყოს ექსპორტთან.

წარმოიდგინეთ, რა მშვენიერი შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ გვყავს უამრავი  ემიგრანტი, ისინი არიან ჩვენი ელჩები, ჩვენი  გაყიდვების მენეჯერები უცხოეთში. ეს არის  ჩვენი დიდი რესურსი,  მათ აქედან მივაწვდით  გარკვეულ პროდუქციას და ისინი  მოახდენენ  ამ პროდუქციის რეალიზებას.  მჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი  საუკეთესო გამოსავალი.

- რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რომლებიც მაღალი ანაზღაურების გამო მიდიან, ან  ფიქრობენ  ემიგრაციაში წასვლაზე?

- მთავარია მიზანი, თუ ახალგაზრდას სურს კარიერა, მაღალი თანამდებობა და სურს ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება ამას  საქართველოში უფრო შეძლებს.  უცხოეთში ეს ყველაფერი ბევრად რთულია. ამისთვის კარგი განათლება უნდა გქონდეს მიღებული,  რასაც ძალიან დიდი თანხა სჭირდება, მაგრამ  თუ ახალგაზრდა არ არის ამბიციური და სურვილი აქვს, ისეთი სამუშაო შეასრულოს, სადაც ინტელექტუალურად ნაკლებად დაიხარჯება, მაშინ შეიძლება წავიდეს ემიგრაციაში. 

ბოლო პერიოდში საქართველოში ტენდენციები იცვლება. კომპანიები,  რომლებიც მსგავს პოზიციებზე ქირაობდნენ  პერსონალს,  ცდილობენ გააუმჯობესონ  სამუშაო პირობები, რადგან  ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ ადამიანური რესურსის მოძიებას. შრომა, როგორც უკვე ვთქვი,  სადაც ინტელექტუალურად ნაკლებად იხარჯებიან ადამიანები,  უფრო მეტად დაფასდება და ანაზღაურებაც გაიზრდება.  საბოლოოდ,  თუ  ახალგაზრდა მიიღებს  უცხოეთში წასვლის გადაწყვეტილებას  და ფიქრობს, რომ  ეს სასურველი მიზნის მიღწევაში დაეხმარება  მაშინ უნდა წავიდეს, თუმცა ეს დიდი გამოწვევაა.

ემიგრანტობა რთულია უამრავი ადამიანი მწერს, რომ ძალიან დაიღალნენ  და ერთი სული აქვთ როდის დაბრუნდებიან სახლში. მე,  პირადად, არ მინდა, ვინმე წავიდეს უცხოეთში. მინდა, ეს ქვეყანა ყველამ ერთად  ავაშენოთ, ერთად გავხადოთ უკეთესი.

ავტორი ელენე ფერაძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715619900

სოციალური მედია

ილია თოფურიას მეუღლე დედასთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ილია თოფურია და ჯორჯინა პირველ საერთო შვილს ელოდებიან. ამჯერად ჯორჯინა დედასთან ერთად გადაღე...

 ჯორჯინა უზკატეგუია

1715619750

საზოგადოება

13 მაისი უდიდესი ქართველი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღეა

ჩვენი დროის უდიდესი მწერალი, რომელსაც მეგობრების თქმით, თავის გამოჩენა არ უყვარდა, თუმცა გამორჩეულ ნაწარმოებებს ქმნიდა ვანის რაიონის სოფელ უხუთში 1936 წლის 13 მაისს დაიბადა. მწერალმა საშუალო განათლება...

ჯემალ ქარჩხაძ

1715618985

ახალი ამბები

ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი გარდაიცვალა

ბა­თუმ­ში, კლი­ნი­კა BMS-ში სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.  მედიაში გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალს სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლ...

აააა

1715612251

ახალი ამბები

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა

 თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა: დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზ...

ინსპექცია

1715609891

მსოფლიო

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

 ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში. გამოძიების ცნობით, ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვა სი...

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრი