გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რა უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული ამოცანა? - პასუხობს ექსპერტი

უკრაინაში ომის დაწყებამ მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. გლობალური ეკონომიკა, პანდემიის შემდეგ, კრიზისის დაძლევის ფონზე, ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ნავთობპროდუქტების ფასების რეკორდულად ზრდის გამო, სამომხმარებლო პროდუქტები ძვირდება და საზოგადოებაში მღელვარება მატულობს. Exclusivetv.ge-სთან საუბრისას ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძე აღნიშნა, რომ გლობალური ეკონომიკა დაახლოებით 2%-ით შემცირდება, თუმცა საქართველოს აქვს რესურსი, რომ კრიზისი ადვილად დაძლიოს.

- რა  გავლენას იქონიებს უკრაინის ომი  გლობალურ ეკონომიკაზე? 

- უკრაინის კრიზისი არის ახალი გამოწვევა არამარტო ქართული ეკონომიკისთვის, არამედ გლობალური ბაზრისთვისაც. საერთაშორისო გათვლებით, მათ შორის გაეროს შეფასებით იგივე მსოფლიო ბანკის ვარაუდით, ეს ომი ზეგავლენას მოახდენს გლობალური ეკონომიკის ზრდის შემცირებაზე, დაახლოებით 2 პროცენტზეა საუბარი. 

- რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ნავთობის ფასის ზრდა? 

- ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა დაკავშირებულია მიწოდების ჯაჭვების წყვეტასთან, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ზეგავლენას ახდენს სამომხმარებლო ფასებზეც, იმიტომ რომ ნავთობის ფასების ზრდა აძვირებს ტრანსპორტს, აძვირებს ლოგისტიკას. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არამხოლოდ ნავთობის, არამედ სხვა სტრატეგიული ნედლეულის მიმწოდებელიცაა, მაგალითად, ხორბლის, რომელიც გაძვირდება ყველა მონაცემით და სხვა ბევრი ფაქტორია, რაც განაპირობებს სამომხმარებლო კალათის გაძვირებას არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. სანქციების დაწესებამდე ევროპას რუსეთის გავლით მიეწოდებოდა აზიური ტვირთი, ფაქტობრივად, ახლა ხდება მიწოდების ჯაჭვის გადაწყობა, ამან გამოიწვია დეფიციტი ბევრი მიმართულებით. 

- რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე და რა გავლენა შესაძლოა იქონიეს სანქციებმა მიუხედავად იმისა შეუერთდება თუ  არა ამას საქართველო? 

- უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი არასწორ შეფასებას აკეთებს, ჩვენთან საწვავის შემოტანა საკმაოდ დივერსიფიცირებულია. საქართველოში, რუსეთის წილი, საწვავის მოწოდებაში არის 16 %. ძირითადი მომწოდებლები არიან რუმინეთი (52%-ი), ბულგარეთი (28%-ი) და აზერბაიჯანი. ჩვენ არ ვართ დამოკიდებული რუსეთზე, გვქონდა დაბალანსებული მოწოდებისა და ექსპორტის საკითხი. სანქციები, რომელიც რუსეთს დაუწესეს, გარკვეულწილად ჩვენც შეგვეხება იმ თვალსაზრისით, რომ შემცირდება ფულადი გზავნილები, ექსპორტზე გვექნება პრობლემა. ეს გარკვუელწილად ჩვენს ეკონომიკაზეც აისახება, მაგრამ ექსპორტის გადაწყობა და ევროპის ბაზარზე გატანა შეგვიძლია, ოღონდ ეს ვერ მოხერხდება სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. შეგვიძლია, აშშ-შიც გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, ასევე ჩინეთში, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია შემოსავლების შემცირებასთან და გარკვეულ ხარჯებთან. მარტო ცალკეული მწარმოებლები ამას ვერ გააკეთებენ. 

-  რას ფიქრობთ პერსპექტივაზე, რომელიც შესაძლოა მიმდინარე მოვლენების ფონზე  სასარგებლოდ გამოიყენოს  საქართველომ?

- საჭიროა დაიწყოს მოლაპარაკება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდეს. სხვა ბაზრებზე გასვლა - ეს უნდა იყოს ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა. რუსეთის იზოლაციამ საერთაშორისო ეკონომიკური პროცესებიდან დააყენა სერიოზული პრობლემა აზიური ტვირთის ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივის ძიებაზე, ანუ ეს ალტერნატიული დერეფანი გადის საქართველოზე, სხვათა შორის, ეს არის აბრეშუმის გზა და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი ამ პერიოდში აზიური ტვირთის დიდი ნაწილი გადმოვამისამართოთ საქართველოში. ეს ყველაზე მოკლე გზაა, სხვათა შორის, თუმცა, ჩვენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დაგვჭირდება. ვგულისხმობ, სატრანსპორტო დერეფნის გამტარიანობას და ეს არის პოზიტიური, თუ შეიძლება პოზიტივი დავარქვათ, საკმაოდ დიდ შემოსავლებს მოუტანს ქვეყანას მომავალში.

- რამდენად არის საქართველო  მზად გაუმკლავდეს არსებულ კრიზისს? 

- რაც შეეხება საქართველოს, წინასწარი პროგნოზით ძალიან კარგი დასაწყისი გვქონდა წელს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. იანვარ-თებერვალში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა ეს გარკვეულწილად დაეხმარება საქართველოს, რომ ჩვენ გლობალური ეკონომიკური შეფერხების მიუხედავად შევინარჩუნოთ ზრდის კარგი ტემპი.

ესაუბრა ელენე ფერაძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715612251

ახალი ამბები

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა

 თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა: დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზ...

ინსპექცია

1715609891

მსოფლიო

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

 ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში. გამოძიების ცნობით, ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვა სი...

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრი

1715606192

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6804 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ლარის კურსი, ვალუტა

1715606024

ახალი ამბები

„ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ*რეს... ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სირე*ი?“ - იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს. „არ ვიცი აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ...

პოლიტიკოსი იაგო ხვიჩია

1715605888

ახალი ამბები

ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

სერბეთში დედაქალაქ ბელგრადში გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში ქართველმა პარასპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს.  ტურნირზე ლია ჩაჩიბაია, ნატალია ოჩიგავა და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაო...

პარატაეკვონდოისტებმა