„არ აიღოთ ახალი ვალდებულებები და ზედმეტი პასუხისმგებლობები“ - 23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

 ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვისაა 23 მაისი ყველაზე პროდუქტიული და ვის მართებს სიფრთხილე? - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ნუმეროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.

მისი თქმით, დღევანდელი დღე აძლიერებს ყველა იმ თვისებას, რომელიც გვაქვს, ეს იქნება კარგი თუ ცუდი თვისება.

„მეტი ყურადღება მოგეთხოვებათ იმ გადაწყვეტილებებთან, რომლებსაც დღეს მიიღებთ“, - ამბობს ნინა სუსლოვა. 

♈ ვერძი

თუ შემართებით იქნებით შეძლებთ ბევრი რაღაცის მოსწრებას. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანებს, ვინც თქვენი დახმარების სურვილის გამოთქვამს და უარი არ უთხრათ.

♉ კურო

რაც არ უნდა მოხდეს ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არ შეცვალოთ დღის გეგმა. შეიძლება იყოს ადამიანები ვისაც თქვენი შურს, ასევე  ეცადეთ არ მიაქციოთ ყურადღება იმ მცირე პრობლემებს რომლებიც დღეს იქნება.

♊ტყუპები

შეიძლება ეს დღე დამღლელი იყოს, რადგან ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად გიწევთ. უმჯობესია დღეს საკუთარი თავის იმედად იყოთ.

♋კირჩხიბი

დღეს მოახერხებთ ძველი საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ, ასევე შეძლებთ ახალი საქმეების დაწყებასა და ეცადეთ ეს დღე გამოიყენოთ.

♌ლომი

სჯობს მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, მეორე ნახევარი კი მარტო გაატაროთ.

♍ქალწული

დღეს სიჩქარე თქვენთვის არ ვარგა, სჯობს ნელ-ნელა გადადგათ ნაბიჯები და იფიქროთ რაციონალურად. შესაძლოა დღეს შეხვდეთ ძველ ნაცნობებს და გახსოვდეთ ის რაც თქვენი პირადია არ გაამხილოთ.

♎სასწორი

კარგი დღეა ისეთი საქმეების გასაკეთებლად, რომელსაც ყურადღება და კონცენტრაცია სჭირდება.

♏მორიელი

შეიძლება ეს დღე თქვენთვის ემოციური იყოს, მიუხედავად იმისა რომ ინტუიცია გაძლიერებულია ამასთან ერთად მეტად ემოციურად აღიქვამთ იმ გარემოებებს, რომლებიც თქვენ ირგვლივ იქნება. იმოქმედეთ საკუთარი თავისთვის.

♐მშვილდოსანი

დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ იმ ადამიანებთან, ვისაც არ იცნობთ კარგად, არ ენდოთ ინფორმაციას რომელსაც დღეს გაიგებთ. დღეს უმჯობესია, თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების  მიღებისგან.

♑თხის რქა

დღეს ბევრი რამ გექნებათ მოსასწრები. უმჯობესია სწორად დაგეგმოთ დღე და გადააფასოთ თქვენი შესაძლებლობები. არ აიღოთ ახალი ვალდებულებები და ზედმეტი პასუხისმგებლობები.

♒მერწყული

დღეს ზედმეტად ქარიზმატულები იქნებით, შეიძლება თქვენი კეთილგანწყობით ვიღაცებმა ბოროტად ისარგებლონ ამიტომ იყავით ფრთხილად.

♓თევზები

დღეს შეგიძლიათ ბევრი რამ გააკეთოთ, დღევანდელი დღე სავსე იქნება მოულოდნელი დამთხვევები, შეიძლება მოხდეს ისეთი რამ რასაც დიდხანს ელოდით და გსურდათ. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1718462041

სოციალური მედია

ნინუცა ორჯონიკიძე თეთრ კაბაში პოზირებს - ტელეწამყვანი არაჩვეულებრივად გამოიყურება

ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს მოგზაურობიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამჯერად ტელეწამყვანი ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს, სადაც თეთრ...

ნინუცა ორჯონიკიძე

1718461839

საზოგადოება

„გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ მათ საქართველო მალე შეუერთდება. „ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას ა...

პრეზიდენტი

1718454651

სოციალური მედია

„ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დღეა!“ - რას წერს მასტერი

რეპერი „მასტერი“ იგივე გიორგი პავლიაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს.  „დღეს ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დღეა! ბიძაჩემი - პოლკოვნიკი თამაზ პავლიაშვილ...

რეპერი

1718454477

საზოგადოება

ნათლია ნათლულს ამეცადინებს - რა კადრებს აქვეყნებს ანრი ჯოხაძე

მომღერალი ანრი ჯოხაძე ნათლულთან, გალა გასვიანთან ერთად გადაღებულ უთბილეს ვიდეოს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს. ცნობისთვის, გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ვაჟი, გალა გასვიანი მომღერალ ანრი ჯოხაძის...

ანრი ჯოხაძე

1718454272

მსოფლიო

მონტენეგროს ნაკრების მეკარე 26 წლის ასაკში გარდაიცვალა

მონტენეგროს ნაკრების და ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „მილუოლის“ მეკარე მატია სარკიჩი მოულოდნელად, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება. მონტენეგროს საფეხბურთო ფედერაციის ცნობით, სარკიჩ...

მონტენეგროს მეკარე