საქართველოს საელჩო საბერძნეთში კუნძულ როდოსზე არსებულ ხანძრის კერებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში კუნძულ როდოსზე არსებულ ხანძრის კერებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

❗️❗️❗️ ძვირფასო თანამემამულეებო! 

კუნძულ როდოსზე არსებულ ხანძრის კერებთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან. 

მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ხანძრების არეალში არ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები. 

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერბს ცხელი ხაზი ( +306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებ-გვერდებზე. 

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.

საელჩო თავის მხრივ საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას!

❗️❗️❗️ შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.

❗️❗️❗️ აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715760798

ახალი ამბები

დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში - საქსტატი

2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, დ...

ხელფასი

1715758448

საზოგადოება

„სასიამოვნოა, რომ მისი კუმირი ვიყავი“ - ხოსე მარია გუტი კვარაცხელიაზე

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხოსე მარია გუტიმ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, გუტი კვარას ბავშვობის კუმირია და ესპანელმაც სწორედ ამის შესახებ ისაუბ...

ხოსე მარია გუტი

1715754219

ახალი ამბები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ივანე გერკეული თავისუფალია. „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის...

ივანე გერკეული

1715749613

საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალ...

ამინდი

1715748278

ჰოროსკოპი

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი გრძნობებს და ემოციებს არავის უზიარებთ და საკუთარ თავში მალავთ, რაც შინაგანად გაზიანებთ. ცდილობთ ყველა...

ყოველდღიური