„იქნებ იტალიელებს ამ თვისებაში მიჰბაძოთ რომ ყველგან თავიანთი კულტურა მიაქვთ და მინიმუმ 100 წელში ყველა ხაჭაპურის ჭამას და „ჩაკრულო“-ს სიმღერას დაიწყებს“ - ემიგრანტი იტალიაში

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ICF ქოუჩი და იტალიური ენის მასწავლებელი ლალი მიშელაძე, იტალიელი ხალხის კულტურული მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულებას და ქართველებს შორის პარალელს ავლებს და მის მოსაზრებას გვიზიარებს თუ როგორ შეგვიძლია მსოფლიო საქართველოს შესახებ ავალაპარაკოთ.

მართლა ვერ ვხვდები საქართველოში ყველა იტალიურად რატო მღერის?
ქართული სიმღერა არ ვარგა?

იტალიელებს აქვთ საოცარი ნიჭი მარკეტინგის. იქნებ ქართველებმა მაგაში მიჰბაძოთ?
განვმარტავ რას ვგულისხმობ.

ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში რომ ჩახვალ, ყველგან შეგხვდება იტალიური ბარები, სანაყინეები, რესტორნები ფაქტობრივად შეიძლება იყო ვენაში მაგრამ გასტრონომიით და კლასიკური მუსიკის კონცერტებით თავი იგრძნო იტალიაში, აღარ ვსაუბრობ ბრენდებზე.

მთელი მსოფლიო პიცას, სპაგეტის და ტირამისუს ჭამს. თუ არ ჭამს უეჭველი იცის.
მაკდონალდშიც კია იტალიური ბურგერი.

საქართველოა და ხაჭაპურის ჭამა სირცხვილია, მოდაშია პიცა და პასტა. ახლა კიდე სიმღერა. 

იქნებ იტალიელებს ამ თვისებაში მიჰბაძოთ რომ ყველგან თავიანთი კულტურა მიაქვთ და მინიმუმ 100 წელში ყველა ხაჭაპურის ჭამას და „ჩაკრულო“-ს სიმღერას დაიწყებს. - წერს ლალი მიშველაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალია: „გარდა იმისა, რომ სწავლა უფასოა, თან საათში გადაგიხდიან 3.50 ევროს. არ ვიცი ამაზე უკეთესი შანსი რა უნდა იყოს“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715695699

ახალი ამბები

სავარაუდოდ დავით ქაცარავა დააკავეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა თბილისში, მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ავრცელებს.  „დააკავეს დავით ქაცარა...

საზოგადოება

1715695070

სოციალური მედია

სავარაუდოდ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. „დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს“, - წერს ის. შეგახს...

ზოგადი

1715691426

ახალი ამბები

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში“ - ხატია დეკანოიძე

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამით, დეკანოიძე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ „უ...

პოლიტიკა

1715691360

ახალი ამბები

პარლამენტში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

„14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული...

პარლამენტი

1715688174

ახალი ამბები

პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა. კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წი...

პოლიტიკოსები