იტალიის ქალაქ ჯოვინაცოში ქართული საღამო გაიმართა
5 ოქტომბერს, ქ. ჯოვინაცოში, ქართველი ემიგრანტის თეონა ბოტკოველის ორგანიზებით, ქართული საღამო გაიმართა. - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ბარიში ავრცელებს.
ღონისძიების ფარგლებში ემიგრაციაში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანებმა წარმოადგინეს ხელნაკეთი ნამუშევრები. ქართული კულტურის საღამოს ესწრებოდნენ ემიგრანტი პოეტი ქალბატონები, რომლებმაც ქართულ და იტალიურ ენაზე წაიკითხეს მათი ლექსები.
ასევე, ესწრებოდნენ პულიას რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქალაქ ჯოვინაცოს მერი, ბატონი მიკელე სოლიჩიტო, საქველმოქმედო ორგანიზაცია “Caritas Italiana“-ს წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები.
საღამოს, აგრეთვე დაესწრნენ ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.
ქართული იტალიური მეგობრობისადმი მიძღვნილი საღამოს დასასრულს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ქართული ღვინო.
1715668478
ახალი ამბებითბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 14 მაისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: ნაძალადე...
1715666589
ახალი ამბები14 მაისს თამარობა აღინიშნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს. თამარი მისმა მამამ, გიორგი მესამემ სიცოცხლეშივე მეფედ გამოაცხადა. მაშინ იგი 12 წლის იყო და 5 წელი...
1715630859
ჰოროსკოპი14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი მოიქეცით ისე, როგორც ყოველთვის იქცეოდით და დღე მშვიდად ჩაივლის. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგ...
1715623702
ახალი ამბები,,სამოქალაქო ომი, მაიდანი და ა.შ. საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება” - პრემიერი
რაც შეეხება თბილისის სამოქალაქო ომს, მაიდანს და ა.შ. და ამის გახსენებას, რა თქმა უნდა, საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება, ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც არის, ყველ...
1715620039
საინტერესო ამბები„წაუკითხავი კანონის გაპროტესტება უდიდესი უპასუხისმგებლობაა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე“ - ირაკლი კობახიძე
ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიჰყვება, მინდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოებ...