საქართველოს საგარეო უწყება ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს

29-30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება.

გაფართოებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ სხდომაში, ასევე დაესწრება ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების 20 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიას.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებებთან, აჯა ლაბიბთან და სავიე ბეტელთან; ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მართლმსაჯულების საკითხებში ვერა იუროვასთან, უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან, რომელთანაც განხილული იქნება უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პროგრამა და პრიორიტეტები (უნგრეთი მ.წ. ივლისიდან 6 თვით გახდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა).

საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები გაიმართება ასევე ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715695699

ახალი ამბები

სავარაუდოდ დავით ქაცარავა დააკავეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა თბილისში, მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ავრცელებს.  „დააკავეს დავით ქაცარა...

საზოგადოება

1715695070

სოციალური მედია

სავარაუდოდ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. „დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს“, - წერს ის. შეგახს...

ზოგადი

1715691426

ახალი ამბები

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში“ - ხატია დეკანოიძე

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამით, დეკანოიძე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ „უ...

პოლიტიკა

1715691360

ახალი ამბები

პარლამენტში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

„14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული...

პარლამენტი

1715688174

ახალი ამბები

პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა. კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წი...

პოლიტიკოსები