მამუკა მდინარაძე: უნდა გადაიხედოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, ამდენი ხანია სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ასეთია ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიმართ

პირდაპირ და კატეგორიულად გეუბნებით, რომ ჩვენც მოვუწოდებთ იმ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს, რომ დიახ, უნდა უნდა გადაიხედოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები: უნდა გაიხსნას ვიზა, თავისუფალი უნდა იყოს გადაადგილება - პარტნიორებსა და მეგობრებს შორის ეს არის სწორი დამოკიდებულება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 14 ამერიკელი სენატორის იმ წერილის საპასუხოდ განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ „გამჭვირვალობის კანონპროექტი“ მიღებული იქნება, სენატორები იძულებული იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან და საქართველოს მეგობრულ დამოკიდებულებას აშშ-დანაც შესატყვისი დამოკიდებულება სჭირდება.

შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ აშშ-ში გამგზავრება, უნდა გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდინარაძისთვის გაუგებარია, რას უნდა გადახედონ სენატორებმა.

„ვიზალიბერალიზაცია, რომელიც არ არის დღეს, თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც არ გვაქვს დღეს - ესენი უნდა გაიხსნას. თუ ვართ მეგობრები, მეგობრობა მხოლოდ სიტყვით - არა, ინვესტიციები უნდა გაიზარდოს, უნდა შემოვიდეს მეტი ინვესტიცია საქართველოში აშშ-დან. თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები უნდა გვქონდეს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამდენი წელია სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ხელი მოწერილი, 10 წელზე გაცილებით მეტია გასული და პირდაპირი ფრენები არ გვაქვს.

დიახ, უნდა გადაიხედოს, ამ საკითხს ჩვენ ვაყენებდით. არანაირი ულტიმატუმი არ არის, თქვენ გინდათ ულტიმატუმი დაარქვათ მაგრამ ასეთია ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების და მეგობრების მხრიდან. თუ ჩვენ მართლა მეგობრები ვართ და ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, ამ დამოკიდებულებას შესატყვისი თანხვედრა სჭირდება მათი დამოკიდებულების. როცა არაფერი არ გაქვს, რაღა უნდა გადაიხედოს? თავისუფალი ვაჭრობა უნდა გადაიხედოს, თავისუფალი საჰაერო მიმოსვლა უნდა გადაიხედოს თუ რა? - დიახ, თუ გადასახედია, უნდა გადაიხედოს და ამერიკელი ხალხის ფული სად მიდის საქართველოში, ესეც უნდა გადაიხედოს, რასაც „გამჭვირვალობის კანონი“ უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715684887

ახალი ამბები

„ეს სუფთად „ნაცური“ საქციელია!“ - ნინო წილოსანი მარიამ ლაშხზე განხორციელებულ ფიზიკურ დაპირისპირებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის მისამართით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებ...

ნინო წილოსანი - პოლიტიკოსი

1715684764

ახალი ამბები

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას“ - დავით მათიკაშვილი

„ეს პროცესი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მათი მეგობარი „ენჯეოების“, საზღვარგარეთიდან მათი დამხმარე და ლობისტი პირების მიერ ფაქტების ნიველირების, უგულებელყოფის, ცრუ და დეზინფორმაციული აღქმებით საზოგ...

პოლიტიკოსები

1715678851

საზოგადოება

„17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა“ - მიტროპოლიტი სტეფანე

„17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით“, - ამის შესახ...

მეუფე

1715678541

საზოგადოება

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა საქართველოს პარლამენტის პლენარულ დარბაზში, სადაც დეპუტატები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს განიხილავენ.  დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური...

პარლამენტი

1715678464

ახალი ამბები

როდემდე გაგრძელდება საქართველოში გრილი და წვიმიანი ამინდები? - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის  შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნა...

იტალია