„კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება“ - ირაკლი შოთაძე ოპოზიციის რეაქციაზე

ყოფილი პროკურორი ირაკლი შოთაძე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მის გადაწყვეტილებას წასვლასთან დაკავშირებით მოჰყვა.

„ქრონიკას“-თან სატელეფონო საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეკულაციების საგანი გახადა.

მისი თქმით, პროკურატურა ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია და დარწმუნებულია, რომ წარმატებით გააგრძელებენ მომავალში საქმიანობას.

„უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, არ მიკვირს ეს. მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ავხსენი თუ რა იყო ჩემი გადადგომის მიზეზი. უკვე კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან მკურნალობის პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

შესაბამისად, დამეთანხმებით, ასეთ რეალობაში შეუძლებელია გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება მკურნალობის პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიმეღო არსებული გარემოებების გათვალისწინებით.

საქართველოს პროკურატურა ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია. მე მათ მადლობა მინდა გადავუხადო საქმიანობისთვის, გვერდში დგომისთვის, გამოხატული თანადგომისთვის და დარწმუნებული ვარ, ისინი ისეთივე წარმატებით გააგრძელებენ მომავალში საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1718462041

სოციალური მედია

ნინუცა ორჯონიკიძე თეთრ კაბაში პოზირებს - ტელეწამყვანი არაჩვეულებრივად გამოიყურება

ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს მოგზაურობიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამჯერად ტელეწამყვანი ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს, სადაც თეთრ...

ნინუცა ორჯონიკიძე

1718461839

საზოგადოება

„გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ მათ საქართველო მალე შეუერთდება. „ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას ა...

პრეზიდენტი

1718454651

სოციალური მედია

„ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დღეა!“ - რას წერს მასტერი

რეპერი „მასტერი“ იგივე გიორგი პავლიაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს.  „დღეს ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დღეა! ბიძაჩემი - პოლკოვნიკი თამაზ პავლიაშვილ...

რეპერი

1718454477

საზოგადოება

ნათლია ნათლულს ამეცადინებს - რა კადრებს აქვეყნებს ანრი ჯოხაძე

მომღერალი ანრი ჯოხაძე ნათლულთან, გალა გასვიანთან ერთად გადაღებულ უთბილეს ვიდეოს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს. ცნობისთვის, გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ვაჟი, გალა გასვიანი მომღერალ ანრი ჯოხაძის...

ანრი ჯოხაძე

1718454272

მსოფლიო

მონტენეგროს ნაკრების მეკარე 26 წლის ასაკში გარდაიცვალა

მონტენეგროს ნაკრების და ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „მილუოლის“ მეკარე მატია სარკიჩი მოულოდნელად, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება. მონტენეგროს საფეხბურთო ფედერაციის ცნობით, სარკიჩ...

მონტენეგროს მეკარე