დღეიდან ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედროები ჩაერთვებიან

დღეიდან ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედროები ჩაერთვებიან.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს.

ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია და ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ:

250 მეხანძრე-მაშველი;
50 სახანძრო-სამაშველო და სხვა ავტოტექნიკა;
დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი;
ქრობის ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი;
ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი;
მობილიზებული არიან ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში უკვე ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალები. ამ ეტაპზე ადგილზე იმყოფება: ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა "MTLB" (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.“, - წერია მთავრობის განცხადებაში.

მათივე ცნობით, დღეიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდებიან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თავის მხრივ ბორჯომის ხეობაში უკვე გააგზავნა ბულდოზერები და წყალმზიდები (სატვირთო მანქანები წყლის ცისტერნით). ამ დროისთვის წყალმზიდების მობილიზება სხვა რეგიონებიდანაც გრძელდება.

ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ჩართული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵  ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთო - რა მდგომარეობაა ადგილზე?

🔵 საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

🔵 დუგინის შვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნული რესპუბლიკის არმიის მებრძოლებმა" აიღეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715695699

ახალი ამბები

სავარაუდოდ დავით ქაცარავა დააკავეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა თბილისში, მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ავრცელებს.  „დააკავეს დავით ქაცარა...

საზოგადოება

1715695070

სოციალური მედია

სავარაუდოდ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. „დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს“, - წერს ის. შეგახს...

ზოგადი

1715691426

ახალი ამბები

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში“ - ხატია დეკანოიძე

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამით, დეკანოიძე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ „უ...

პოლიტიკა

1715691360

ახალი ამბები

პარლამენტში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

„14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული...

პარლამენტი

1715688174

ახალი ამბები

პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა. კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წი...

პოლიტიკოსები