ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე - გამჭვირვალობა კი არ უნდა გვაშინებდეს, პირიქით, როგორც ხელის შემწყობ ინსტრუმენტს, ასე უნდა აღვიქვამდეთ

ვფიქრობ, რომ რა არჩევანიც არ უნდა გავაკეთოთ ქართველმა ხალხმა, გამჭვირვალობის გარეშე, ყველა წამოწყება განწირულია მარცხისთვის. გამჭვირვალობა კი არ უნდა გვაშინებდეს, პირიქით როგორც ხელის შემწყობ ინსტრუმენტს, ასე უნდა აღვიქვამდეთ, - წერს „ვიარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

ნამორაძის განცხადებით, 2012 წლიდან ვხედავთ მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს ბიზნესის სფეროში.

მისივე თქმით, ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი მონაპოვარიც ღირსეული პოლიტიკური ნაბიჯების შედეგია.

„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული, გისურვებთ მშვიდობასა და მტკიცე ერთობას! მე ნოშიკო ნამორაძე, კერძო სექტორის წარმომადგენელი, კერძოდ „ვიარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და უბრალოდ ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

2012 წლიდან ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან, პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს ბიზნესს ლანდშაფტში. ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები ეკონომიკურ ნაწილში, შეიქმნა დამატებით მრავალი სამუშაო ადგილი და საერთო ჭრილში, რომ აღვნიშნოთ ყოველივე წინ გადადგმულმა ნაბიჯმა გამოიწვია სტაბილური და სწრაფად მზარდი ეკონომიკა, რაც დადებითად აისახება, როგორც ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე.

დავიწყოთ იქიდან, რომ ევროპული ღირებულებები წარმოადგენს სიცოცხლისუნარიან გზას პირადად ჩემთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ პარტიული გემოვნებისა, ჩვენ ქართველ ხალხს, დიდი ხნის წინ გვაქვს ევროპული არჩევანი გაკეთებული და სწორად მაგ გზაზე ვდგავართ დღესაც, რაც აისახა შემდგომში უკვე ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, კანდიდატის სტატუსზე, თუ სხვა ევროპულ მონაპოვარზე, რომელიც ვფიქრობ, რომ შემთხვევით არ მოსულა ჩვენამდე და ეს ყველაფერი სწორი და ღირსეული პოლიტიკური ნაბიჯების შედეგია.

ქართველების კოლექტიური მისწრაფება ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციაა და ამას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. ვფიქრობ და გულით მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნისკენ.

დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც ემსახურება საკუთარი ქვეყნისა თუ მოქალაქეების ინტერესს და ჩვენ ყველა ერთად, უპირველეს ყოვლისა უნდა ვითვალისწინებდეთ ჩვენი ქვეყნის საჭიროებებს. სწორედ მთელი საქართველოს უძველესი თუ უახლესი ისტორია ამაზე იდგა და დგას, რომ საქართველო იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვცხოვრობთ ღირსეულ სახელმწიფოში, რომელიც ღირსეულად წარმართავს თავის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას დღესაც და მომავალშიც. რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებს, აუცილებელია გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის აღიარება, როგორც ფუნდამენტური საყრდენი, რომელიც ეხმიანება ევროპულ ღირებულებებს.

ეს პათოსი სცილდება ბიზნესსექტორს და მოიცავს საზოგადოების ყველა ასპექტს. გამჭვირვალობა აუცილებელია ყველა სექტორში. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფარული უცხოური დაფინანსების მავნე გავლენა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე, რომლების “გაუქმება ან გადადება” ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესს. ვფიქრობ, რომ რა არჩევანიც არ უნდა გავაკეთოთ ქართველმა ხალხმა, გამჭვირვალობის გარეშე, ყველა წამოწყება განწირულია მარცხისთვის. გამჭვირვალობა კი არ უნდა გვაშინებდეს, პირიქით როგორც ხელის შემწყობ ინსტრუმენტს, ასე უნდა აღვიქვამდეთ.

გამჭვირვალობის კანონის მიღება ვერ იქნება ვერცერთი ჩვენი მეგობარი თუ არამეგობარი ქვეყნისთვის მოსაწონი და მისაღები, რადგან ამ კანონით ჩვენი ქვეყანა ატარებს და იმყარებს საკუთარ ინტერესს ცივილიზებულ სამყაროში, ამ კანონით ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და არავის აქვს უფლება რაიმე საფრთხე შეუქმნას საქართველოს მშვიდობასა და სტაბილურობას.

დასასრულს, ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და კეთილდღეობას. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს მთავრობას და მჯერა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ გადაუხვევს ევროპულ გზას და არ დააზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამასთანავე დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიმტკიცესა და სიბრძნეში, ქართველები უდავოდ გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ ქვეყნის წაყვანას. “ენა, მამული, სარწმუნოება”. საქართველო უპირველეს ყოვლისა!”, - აღნიშნულია ნამორაძის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715619750

საზოგადოება

13 მაისი უდიდესი ქართველი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღეა

ჩვენი დროის უდიდესი მწერალი, რომელსაც მეგობრების თქმით, თავის გამოჩენა არ უყვარდა, თუმცა გამორჩეულ ნაწარმოებებს ქმნიდა ვანის რაიონის სოფელ უხუთში 1936 წლის 13 მაისს დაიბადა. მწერალმა საშუალო განათლება...

ჯემალ ქარჩხაძ

1715618985

ახალი ამბები

ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი გარდაიცვალა

ბა­თუმ­ში, კლი­ნი­კა BMS-ში სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.  მედიაში გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალს სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლ...

აააა

1715612251

ახალი ამბები

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა

 თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა: დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზ...

ინსპექცია

1715609891

მსოფლიო

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

 ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში. გამოძიების ცნობით, ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვა სი...

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრი

1715606192

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6804 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ლარის კურსი, ვალუტა